„შოთა არველაძე და პეტერ ვან დერ ვინი „ჰალ სიტის“ ტოვებენ, მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის, წარამატებები მომავალ საქმიანობში. სანაკრებო პაუზის დროს შოთას რამდენჯერმე შევხვდი. განვიხილავდით კლუბის მომავალი განვითარების გზებს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს აღარ დაემთხვა და თანამშრომლობის შეწყვეტა გადავწყვტეთ“ – ეს „ჰალ სიტის“ თურქი მფლობელის აჯუნ ილიჯალის განცხადებაა. შოთა არველაძისა და…
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მესუთ იოზილი, შესაძლოა, ინგლისის „ჰალში“ გადავიდეს. გუნდში, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. იოზილი „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელია და გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. იყო საუბარი ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე, მაგრამ ახლა „ჰალი“ ჩაერთო საქმეში… ამ ინგლისურ კლუბს თურქი მფლობელი ჰყავს. „ვეფხვები“ ჩემპიონშიფის 24 გუნდს შორის მე-20 ადგილზე არიან….
შოთა არველაძე – „ჰალ სიტიში“! კლუბის ვებ-გვერდმა ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დაადასტურა და შოთამაც კომენტარი გააკეთა: „მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ვფიქრობ, ფეხბურთში ვინც საქმიანობს, ყველას სურს ინგლისში მოხვედრა და უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახიც ამაყობს. …ძალიან მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, გუნდს შეუძლია კარგი თამაში აჩვენოს ტალანტებით, რომლებიც ახლა ჰყავს. ახალგაზრდები, კრეატიულები და ნაწილი ფეხბურთელებისა…
შოთა არველაძის ინგლისურ „ჰალში“ დანიშვნა გადაწყდა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვწერდით ამაზე. ახალ კლუბთან ის წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. რა კლუბია „ჰალ სიტი“ ? ცოტა რამ დღევანდელობაზე და ცოტაც ისტორიიდან… ის ყველამ ვიცით, რომ ჩემპიონშიფის (რანგით მეორე ლიგა) გუნდია და 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზეა. სამი გუნდი ვარდება და კლუბის ამოცანაც გასაგებია……
ინგლისის ფეხბურთი 17 ივნისს უნდა განახლდესო, მაგრამ კორონავირუსი ნელ-ნელა ფეხბურთელებსაც უტევს. „ბლექბერნის“ კაპიტანს, 31 წლის ნახევარმცველ ელიოტ ბენეტს ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი ამოუვიდა, თუმცა რომ არა ფეხბურთი, ალბათ ვერც გაიგებდა. როგორც ირკვევა, ბენეტს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე ჰქონდა და ახლა ერთკვირიან კარანტინშია გადაყვანილი. „ვარჯიშები რომ არ გაგვეახლებინა, ალბათ ვერც გავიგებდი დაინფიცირებული თუ ვიყავი. არანაირი სიმპტომი არ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes