„რომა“ გაყიდვის პირას იყო, მაგრამ მილიარდერმა დენ ფრიდკინმა მისი შეძენა ვერ შეძლო. საქმეში ისევ და ისევ კორონავირუსი ჩაერთო. თავდაპირველად ფრიდკინი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაარსებული კომპანია Toyota Distributors-ის გენერალური დირექტორია და „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა თითქმის შეთანხმებულნი იყვნენ, რომ კლუბი 710 მილიონ ევროდ გაიყიდებოდა. თუმცა, პანდემიამ რომაული კლუბის ფასი 475 მილიონ ევრომდე დააგდო. ეს მაჩვენებელი...
წელი: 2020
რომიდან გზა პარიზში მიდის
„ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ისევ „პარი სენ-ჟერმენის“ რადარზეა. ფრანგულმა კლუბმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები რომაელებთან და მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სერბი ნახევარცველი ტოპ-კლუბების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იყო, თუმცა, მაშინ „ლაციომ“ სოლიდური ფასი დაადო – 100 მილიონი ევრო, რამაც მილინკოვიჩ-სავიჩის პოტენციური მყიდველები დააფრთხო. იტალიის სერია A-ს მიმდინარე...
კვირკველია სიომინის აგარაკზე ვარჯიშობს
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ იური სიომინის წასვლაზე ისაუბრა. იგნატიევმა სიომინის განწყობასთან ერთად ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველიაც ახსენა. „სიომინი ნორმალურ განწყობაზეა – ის მყარი და რკინის ნებისყოფის კაცი არის, მისი გატეხვა ძალიან რთულია. მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. ჩვენ რეგულარულად ვეხმიანებით ერთმანეთს და როდესაც დავურეკავ, ან დარბის, ან ცურავს. მასთან აგარაკზე ახლა კვირკველიაც ვარჯიშობს....
სპორტი, დისტანცია, ჰიგიენა
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტი ნელ-ნელა ისევ უბრუნდება გულშემატკივრებს. მართალია, ჯერ შეზღუდული ფორმით, მაგრამ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა დროებითი პროტოკოლი. საქართველოს მთავრობის შემუშავებული დროებით პროტოკოლის თანახმად, სპორტულმა ფედერაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ იმ რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. სპორტი...
გაცდენილი ფინალი
საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული და ყველაფერი. მერე რა, რომ თამაში მაინცდამაინც არ გამოდის ხოლმე. ფინალი ფინალია და საყურებელი რამეა. საქართველოს თასის ფინალი არ გამიცდენია-მეთქი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ წლევანდლამდე არ გამიცდენია. წელს კი...
ბარსას სამი ცვლილება ერჩივნა
„ბარსელონას” მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ ახალი წესი მის გუნდს დააზარალებს. ლაპარაკია ცვლილებებლის რაოდენობაზე: როგორც იცით, ერთ მატჩში სამის ნაცვლად ნებადართული იქნება ხუთი ცვლილება. ეს წესი დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ კარანტინიდან გამოსული ფეხბურთელები შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაამთავრებენ. ლა ლიგია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა, 11 ივნისს კი უნდა განახლდეს. პირველი მატჩი იქნება „სევილიასა” და „ბეტისის”...
შევეგუოთ, რომ ეს იქნება ცუდი ჩემპიონატი
„ვესტ ჰემის” ვიცე-თავმჯდომარე ქალბატონი კარინ ბრეიდი წერს, რომ პრემიერლიგის მეწილეთა ბოლო ვიდეოკონფერენცია სარეკორდოდ დიდხანს, 5 საათს გაგრძელდა და ასკვნის, რომ გასარჩევი და სალაპარაკო მართლაც ბევრია. ბრეიდი ამბობს, რომ კოლეგებთან საუბარი და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება შეწყვეტილი შეჯიბრების განახლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „კარგი ის იყო, რომ ყველანი 17 ივნისზე შევთანხმდით” — ამბობს „ჩექუჩების” ვიცე-თავმჯდომარე. ანუ გადაწყდა, რომ ჩემპიონატი...
ეროვნული 25
საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გვითხრა. თუმცა, ჩემპიონატის განახლებამდე გარკვეული პროცედურების ჩატარება იქნება საჭირო: პირველი ივნისიდან 7 ივნისამდე ელიგის ყველა გუნდი კორონავირუსზე გაივლის ტესტირებას; შემდეგი ორი კვირა გუნდები შეკრებას გაივლიან. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება;...
ლიგა სტამბოლიდან გერმანიაში გადადის
ჯერ კიდევ განუახლებელი ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩამთავრდება. უეფას ერთი ვარიანტი გამოიკვეთა – ნახევარფინალი არ იქნება და გაიმართება ოთხთა ფინალი. თავიდან ვარაუდობნენ, რომ გუნდებს ჯერ საკუთარ მოედნებზე ეთამაშათ, ფინალი კი სტამბოლში გამართულიყო, მაგრამ ყველა თამაშს გერმანიაში გადაიტანენ. იქ ეპიდსიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე თურქეთში, ამასთან საშინაო ჩემპიონატიც უკვე განაახლეს. საქმეს ასეთი პირი უჩანს:...
ბოსტონის მარათონი ვირტუალურად
უძველესი და უპრესტიჟულესი ბოსტონის მარათონი წელს აღარ ჩატარდება. თავდაპირველად ითქვა, რომ გარბენი 14 სექტემბრისთვის იყო გადატანილი, ახლა კი მის ჩატარებაზე ორგანიზატორებმა ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს. მიზეზი, ცხადია, კორონაპანდემიაა. შევნიშნოთ: ბოსტონის მარათონი არსებობის 124-წლიან ისტორიაში აქამდე ერთხელაც არ ჩაშლილა. თუმცა, უმარათონოდ წელი მაინც არ ჩაივლის და ის … ვირტუალურად გაიმართება. ყველას, ვინც გარბენში დარეგისტრირდა, სარეგისტრაციო შენატანს უბრუნებენ...








