„ბორნმუთისა” და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მეკარეს აარონ რემსდეილს პარასკევს, ვარჯიშის შემდეგ აღებულმა ტესტმა covid 19 დაუდგინა. არადა, წინა ორშაბათის ტესტის თანახმად ის ჯანმრთელი იყო. რემსდეილი ვარაუდობს, რომ ვირუსი ადრე, სუპერმარკეტში შეეყარა. აარონ რემსდეილი: რა თქმა უნდა შოკში ვარ. არავისთან მიკონტაქტია და უცებ, ინებეთ… თურმე კორონავირუსი მჭირს. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ამან უფრო შემაშინა. ვინ...
წელი: 2020
მისგან გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელისგან
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი უეინ რუნი ამბობს, რომ ლუის ვან გაალი „ოლდ ტრეფორდიდან” არ უნდა გაეშვათ. ჰოლანდიელი მწვრთნელი რომ დარჩენილიყო, ჩვენი გუნდი ახლა გაცილებით ძლიერი იქნებოდაო. წიგნში, „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება” რუნი ჰყვება, რომ 2016 წელს ცნობამ იმის შესახებ, რომ ვან გაალი „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან მოხსნეს, სახტად დატოვა. ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში...
უშიშრები, თუ?..
ბელარუსის თასის ფინალში, „ბატემ“ ბრესტის „დინამო“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე 20 წამით ადრე ზახარ ვოლკოვმა გაიტანა. „ბატემ“ ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის თასი, რაც სარეკორდო გამოდგა. მანამდე ეს პრიზი სამ-სამჯერ სოლიგორსკის „შახტიორს“, მინსკის „დინამოს“, ბრესტის „დინამოს“ და ბობრუისკის „ბელშინას“ მოეგოთ. ამ ამბავზე შესაძლოა, ყურადღება არც გაგვემახვილებინა, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი. ზოგადად, კორონავირუსის...
ზიდანი ხარ? აი დარდი!
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უგულვებელჰყო და ოჯახთან ერთად დასასვენებლად აგარაკზე გაემგზავრა. ჯარიმა 1500 ევროა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურად. საკლუბო სანქციები წინ არის.
ხვალ ბუნდესლიგაში
ხვალ, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, ბუნდესლიგაში დიდი მატჩია: „დორტმუნდი” vs „ბაიერნი”. თუ ბავარიელები გაიმარჯვებენ, არ არის გამორიცხული, ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად მოიპოვონ შეწყვეტილ-განახლებული ჩემპიონატის პირველი გუნდის სახელი. ცხრილში მათ უკვე შვიდქულიანი უპირატესობა ექნებათ. „ბაიერნის” ვეტერანი ვარსკვლავი თომას მიულერი სეზონის მთავარი დაპირისპირებისთვის უკვე მზადაა. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა” წინა ტურში ფრანკფურტის „აინტრახტს” მოუგო 5:2,...
სუპერმწვრთნელი ერთია!
ჰოლანდიელმა ვეტერანმა რობინ ვან პერსიმ კიდევ ერთხელ გააბრაზა „არსენალის” გულშემატკივარი. ამჯერად მან სერ ალექს ფერგიუსონი არსენ ვენგერზე მაღლა დააყენა. პირველად, თავდამსხმელმა ჩრდილო ლონდონელი ფანობა 2012 წელს შეურაცხყო, როდესაც მათი გუნდი დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. ვან პერსიმ „არსენალში” 8 წელიწადი გაატარა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში” მხოლოდ სამი. ამის მიუხედავად, მან პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული სწორედ „იუნაიტედში” მოიპოვა....
ენფილდმა 41 ადამიანი შეიწირა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა მატჩმა „ლივერპულსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის, კორონავირუსით ათეულობით ლეტალური შემთხვევა დააფიქსირა. ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გამოკვლევით, აღნიშნულ მატჩზე დამსწრეთაგან COVID 19-ით 41 ადამიანი გარდაიცვალა. მატჩი, რომელიც „ენფილდზე“ 11 მარტს გაიმართა, ესპანურმა კლუბმა 3:2 მოიგო. შეხვდრას 52 267 მაყურებელი ესწრებოდა. იმ დროისთვის არც ინგლისში და არც ესპანეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო წესები არ მოქმედებდა....
ეჭვიანი ლოტიტო
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რომის „ლაციოს“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყო. ლოტიტოს ბრალად ედება დაუსაბუთებელი გამოთქმა – 8 მარტს ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ გამართულ შეხვედრაში „ლაციოს“ პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა და მატჩს შეთანხმებული უწოდა. „ჩვენ „იუვენტუსს“ ქულით ჩამოვრჩებით. იცით რატომ? უყურეთ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს და ყველაფერს მიხვდებით,“ – განაცხადა ლოტიტომ აპრილის ბოლოს. იტალიის ფეხბურთის...
ბასილაშვილის თმენის ვალდებულება
თანამოზიარე ვარ პრობლემისო? არა! მესმის გარკვეულ მომენტებშიო? არც ეს! მეცოდებაო? სულ სხვაა! გული დამწყდა. ალალად. ვერ ჩავეძიები ნიკა ბასილაშვილის თავს გადამხდარ ისტორიას. არც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაგვიწყებია, მაგრამ… შორს დეტალები. არის ფაქტები. არის შემაკავებელი ორდერი და საგირავნო თანხა. ეს უკვე ნიშნავს, რომ მსოფლიოში ჩოგბურთის მოთამაშე მილიონობით ადამიანს შორის 27-ემ სპორტული სამყაროს, მედიის და პოტენციური სპონსორების პატივისცემა...
გუტმანის წყევლა
30 წლის წინ, 1990 წლის 23 მაისს ვენაში გაიმართა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩი იტალიურ „მილანსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკას“ შორის. მატჩამდე პორტგალიური გუნდის ლეგენდა ეუსებიო სწორედ ვენაში დაკრძალული ლეგენდარული მწვრთნელის, ბელა გუტმანის საფლავზე მივიდა და მხურვალედ ილოცა. ეუსებიო მიცვალებულის სულს კლუბისთვის დადებული წყევლის ახსნას სთხოვდა. ამაოდ. ფრენკ რაიკარდის ერთადერთმა გოლმა თასი „მილანს“ მოაგებინა. გუტმანის წყევლა...









