წელი: 2020

Home 2020
ბასილაშვილს 100 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
ჩანაწერი

ბასილაშვილს 100 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

მეუღლეზე ძალაობის ბრალდებით, რასაც მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწორო მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. ეს ამბავი 22 მაისს მოხდა, თუმც 24 მაისის სასამართლო სხდომაზე ბასილაშვილს 100-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საღამოსკენ გათავისუფლდება. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ შემაკავებელი ორდერი როგორც ნიკაზე, ასევე მამამისზეა გამოწერილი. საინტერესოა, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა სასამართლოსგან ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობას ითხოვდა.      

საუკეთესო უნივერსალს სჯობს
ჩანაწერი

საუკეთესო უნივერსალს სჯობს

ბოლო დროს, საკალათბურთო სამყაროში დიდი ხმაურია ატეხილი – ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი ისტორიაში? ცხადია, საუბარი ორ კალათბურთელზეა – ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანზე. კამათში ჩაერთო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი, არანაკლები ვარსკვლავი მეჯიქ ჯონსონი, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა. „პირველ ყოვლისა, ლებრონის ღირსებებს ნუ დავაკნინებთ. ჯეიმსი უდიდესი კალათბურთელია. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მეტიც, თუ ვისაუბრებთ ფართო დიაპაზონის...

ვან გაალმა ვან პერსის ჩაარტყა
ჩანაწერი

ვან გაალმა ვან პერსის ჩაარტყა

გამოვიდა წიგნი, რომელსაც ჰქვია „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება”, რომელიც ლუის ვან გაალზეა. ამ წიგნში თავისი წილი მოგონება ვეტერან თავდამსხმელ რობინ ვან პერსისაც ეკუთვნის და ინგლისურმა „მირორმა” ეს ნაწილი გადაბეჭდა. ჰოლანდიელი ბოსისა და ფეხბურთელის ურთიერთობა ძალიან საინტერესო და წინააღმდეგობრივი ყოფილა, რასაც ქვემოთ ნახავთ. ვან პერსის მოგონება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატით იწყება, რომლის მეოთხედფინალშიც ნარინჯისფერები...

ორი ახალი შემთხვევა
ჩანაწერი

ორი ახალი შემთხვევა

პრემიერლიგის შეფებსა და კლუბების ხელმძღვანელებს გული მიეცათ — covid 19-ზე ტესტირების მეორე ეტაპმა მხოლოდ ორი დაავადებული გამოავლინა. სულ ჩაატარეს 996 ტესტი. გარდა ავადმყოფების რაოდენობისა, კარგი იყო ისიც, რომ ისინი სხვადასხვა კლუბიდან აღმოჩნდნენ. ტესტირების პირველ ეტაპზე 748 შემოწმებულიდან ექვს ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ისინი იყვნენ 3 სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები. მათ შორის ფეხბურთელებიც ერია და კლუბის თანამშრომლებიც. მეორე...

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება
ჩანაწერი

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება

როგორც იქნა, გაირკვა ეაპანური ლა ლიგის განახლების თარიღი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 ივნისს დაჰკრა ბეჭედი და ეს ამბავი პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. ლა ლიგის გუნდები მზადებას ამ კვირაში შეუდგნენ. თავიდან ისინი პატარა ჯგუფებად ვარჯიშობდნენ, ახლა კი უკვე ათი კაცის ერთობლივი წვრთნა არის ნებადართული. შეგახსენებთ, რომ 20 გუნდიან ჩემპიონატში თითოეულს 11 შეხვედრა აქვს დარჩენილი. „ბარსელონა” 2...

ანანიძე ბარსას კადრია
ჩანაწერი

ანანიძე ბარსას კადრია

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...

ანტეკოკუმბო საბერძნეთს არეკლამებს
ჩანაწერი

ანტეკოკუმბო საბერძნეთს არეკლამებს

„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, ბერძენმა იანის ანტეკოკუმბომ წინასწარ გაამხილა, თუ რა საზეიმო საღამოს მოწყობას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი NBA-ს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. „ჯერ კიდევ COVID 19-ის გამოჩენამდე გუნდთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობას ვგეგმავდი, მიკონოსზე – წვეულებების კუნძულზე. იქ გოგოსთან ერთად ვერ წახვალ, რადგან ეს მოგზაურობა მარტო ბიჭებისთვის არის. გასაგებია, რომ საბერძნეთში არის სანტორინი, რომანტიული ადგილი,...

ბარსაში ექვსი ფეხბურთელი რჩება
ჩანაწერი

ბარსაში ექვსი ფეხბურთელი რჩება

„ბარსელონა“ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შემადგენლობის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს. ამთავითვე ცნობილია, რომ გუნდში გარანტირებულად მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი რჩება. ყველა დანარჩენი უკვე ინფორმირებულია, რომ ზაფხულში, შესაძლოა, ბარსელონას დატოვება მოუწიოთ. „ხელშეუხებელთა“ შორის ლეო მესის გარდა ჟერარ პიკე, ანტუან გრიზმანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანსუ ფატი და ფრენკი დე იონგი არიან. „ბარსელონა“ მიმავალი სეზონიდან ბიუჯეტის ხარჯების თითქმის 300 მილიონი...

რის უილიამსი? რა შარაპოვა? ოსაკა!
ჩანაწერი

რის უილიამსი? რა შარაპოვა? ოსაკა!

ჟურნალი „ფორბსი“ ამზადებს იმ სპორტსმენი ქალბატონების რეიტინგს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 ივნისამდე. სრული რეიტინგი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია პირველი საფეხურის მფლობელის ვინაობა. იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ერთ წელიწადში 37,4 მილიონი დოლარი იშოვა, რაც არამხოლოდ წინა წლის, ყველა დროის რეკორდია. მას 1,4 მილიონით ჩამორჩა სერენა უილიამსი. ამ...

უოტფორდს ექვსი ფეხბურთელი აკლია
ჩანაწერი

უოტფორდს ექვსი ფეხბურთელი აკლია

პრემიერლიგა შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, „უოტფორდს” კი ვარჯიშზე ექვსი ფეხბურთელი აკლდა. მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა თქვა, რომ მისი ორი მოთამაშის მეგობრებსა და ნათესავებს covid 19 დაუდგინდათ, რის გამოც ეს მოთამაშეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ორს დაამატეთ ადრიან მარიაპა, რომელიც კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად თავად აღმოჩნდა კორონავირუსით დაავადებული. ტროი დინის შესახებ ბევრს ვწერდით. მას ახალშობილი შვილი ჰყავს სუნთქვის...