ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება

Home კატეგორიის გარეშე ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება
ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება
როგორც იქნა, გაირკვა ეაპანური ლა ლიგის განახლების თარიღი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 ივნისს დაჰკრა ბეჭედი და ეს ამბავი პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა.
ლა ლიგის გუნდები მზადებას ამ კვირაში შეუდგნენ. თავიდან ისინი პატარა ჯგუფებად ვარჯიშობდნენ, ახლა კი უკვე ათი კაცის ერთობლივი წვრთნა არის ნებადართული.
შეგახსენებთ, რომ 20 გუნდიან ჩემპიონატში თითოეულს 11 შეხვედრა აქვს დარჩენილი.
„ბარსელონა” 2 ქულით უსწრებს „რეალს”.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.