იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რომის „ლაციოს“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყო. ლოტიტოს ბრალად ედება დაუსაბუთებელი გამოთქმა – 8 მარტს ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ გამართულ შეხვედრაში „ლაციოს“ პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა და მატჩს შეთანხმებული უწოდა.
„ჩვენ „იუვენტუსს“ ქულით ჩამოვრჩებით. იცით რატომ? უყურეთ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს და ყველაფერს მიხვდებით,“ – განაცხადა ლოტიტომ აპრილის ბოლოს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ამ გამოთქმით დაინტერესედა და ახლა ლოტიტოს მოუწევს ახსნა, თუ რა იგულისხმა, როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა. თუ შეხვედრა მართლაც ატარებდა შეთანხმებულ ხასიათს, დაიწყება გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოტიტოს სანქციები ემუქრება.
შეგახსენებთ, „ლაციოს“ 26 მატჩში 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. რომალები სატურნირ ცხრილში ქულით ჩამორჩებიან „იუვენტუსს“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
