ჭდე: ტურინის იუვენტუსი

Home ტურინის იუვენტუსი
იუვეს ვირუსი შეეყარა
ჩანაწერი

იუვეს ვირუსი შეეყარა

აქამდე ცნობილი იყო, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახლო მომავალში ორ მცველს ვერ დაიხმარს – ლეონარდო ბონუჩისა და მერეხ დემირელის კოვიდტესტები დადებითი აღმოჩნდა. ტურინელებს კიდევ ერთი თავსატეხი დაემატათ: ვირუსი ფედერიკო ბერნარდესკისაც დაუდასტურდა. არადა, ეს ყველაფერი „ნაპოლისთან“ მატჩის წინ. გუნდებს სატურნირო ცხრილში მეოთხე და მეხუთე ადგილები უკავიათ და ბრძოლა სახუმარო არ იქნება. წესით და რიგით, ეს მატჩი გასული...

იტალიაში, ოღონდ იუვეში აღარ…
ჩანაწერი

იტალიაში, ოღონდ იუვეში აღარ…

მადრიდის „ატლეტიკო“ს შემტევი ალვარო მორატა, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. ითქვა, რომ 27 წლის თავდამსხმელით მილანის „ინტერი“ არის დაინტერესებულიო. მილანელები მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად მოიაზრებენ. „ნერაძურის“ წარმომადგენლები უკვე დაკავშირებიან მადრიდელთა ხელმძღვანელობას. მორატა ატლეტიკოში იჯარის წესით თამაშობს. ზაფხულში ესპანელები „ჩელსისგან“ მის გამოსყიდვას 56 მილიონ ევროდ აპირებენ. მორატას იტალიაში ადრეც უთამაშია. 2014-16 წლებში ის ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

ეჭვიანი ლოტიტო
ჩანაწერი

ეჭვიანი ლოტიტო

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რომის „ლაციოს“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყო. ლოტიტოს ბრალად ედება დაუსაბუთებელი გამოთქმა – 8 მარტს ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ გამართულ შეხვედრაში „ლაციოს“ პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა და მატჩს შეთანხმებული უწოდა. „ჩვენ „იუვენტუსს“ ქულით ჩამოვრჩებით. იცით რატომ? უყურეთ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს და ყველაფერს მიხვდებით,“ – განაცხადა ლოტიტომ აპრილის ბოლოს. იტალიის ფეხბურთის...

იტალიური საგიჟეთი
ჩანაწერი

იტალიური საგიჟეთი

წინასწარი ინფორმაციით სერიაA-ს კლუბები დღეიდან უნდა შესდგომოდნენ გუნდურ ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. კლუბებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო პროტოკოლში ცვლილებებს ითხოვენ. „იუვეს“, „ინტერის“ და „ლაციოს“ ბოსები კატეგორიულად ემხრობიან ჩემპიონატის განახლებას და არ სურთ ჩემპიონის ვინაობის კაბინეტებში გადაწყვეტა. ყველაზე წინააღმდეგობრივი პუნქტი ისაა, რომლის თანახმადაც ყველა გუნდი და პერსონალი სავალდებულო ორკვირიან კარანტინზე უნდა...

ზინედინ არაბი
ჩანაწერი

ზინედინ არაბი

და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა. ერთხელ ზინედინი მეჯლიშში იყო და ქეიფობდა, თან იქ მოსული ხალხის ლაპარაკს უგდებდა ყურს. ერთი ვაჭარი კაცი ჰყვებოდა მილეთის ამბავს, უცხო...