იდიოტები

იდიოტები

Yuventus„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ლიგა 1-ის ჩინოვნიკები გააკრიტიკა და იდიოტები უწოდა. საქმე ის არის, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ სეზონის ვადაზე ადრე დაამთავრა და გამარჯვებულიც გამოაცხადა.

მართალია, „ლიონს“ ჩემპიონობის არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ოლამ ყურადღება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განახლებაზე გაამახვილა.

„ბოლო ორი თვის მანძილზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა უეფასთან. პარადოქსულია, რომ ესპანეთი, სადაც საფრანგეთთან შედარებით გაცილებით რთული მდგომარეობაა და კორონავირუსით მეტად დაზარალდა, გამოსავალი მოძებნა.

23 აპრილს, ლა ლიგის და ლიგა 1-ის წარმომადგენლები უეფას ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ. ორივეს მოუწოდეს მოთმინებისკენ, მაგრამ ჩვენი ჩინოვნიკები სხვაგვარად მოიქცნენ. გამოდის, რომ ჩვენ იდიოტები ვართ. უეფან გამოუშვა სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც საფრანგეთში არც კი განგვიხილავს. ეს უკვე წარმოუდგენელი სკანდალია“, – თქვა ოლამ „ეკიპთან“ საუბრისას.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...