ლოტიტო მედიის წინააღმდეგ

Home აქეთურ-იქითური ლოტიტო მედიის წინააღმდეგ
ლოტიტო მედიის წინააღმდეგ

Lotito: Gara e titullit me Juven, Interi e Atalanta jo në “play ...„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს ცრუ ინფორმაციისთვის სასამართლოში უჩივლებს.

როგორც ცნობილია, La Gazzetta dello Sport-ში იყო გამოქვეყნებული სტატია, რომ ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყება. რომაული კლუბის პრეზიდენტმა 8 მარტს გამართულ „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩზე იეჭვა, ჩაწყობილი იყოო.

„ლოტიტომ მშვიდად მიიღო ჟურნალისტ სებასტიანო ვერნაცას სტატია, რომლის მიზანი კლუბის პრეზიდენტის დისკრეტიდაციაა. თავისუფალი პრესა არ ნიშნავს პიროვნების იმიჯის შელახვას. თუ ინფორმაცია პირდაპირ გამოიყენება პიროვნების მიმართ ზიანის მიყენებაში, საინფორმაციო საშუალება უნდა დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, ლოტიტომ საკუთარ ადვოკატებს უკვე დაავალა ამ საქმეს ხელი მოჰკიდონ. ჯერჯერობით, ადვოკატებმა უნდა გაარკვიონ საქმე სამოქალაქო  იქნება თუ სისხლის სამართლის. კლუბის პრეზიდენტის დაცვის უფლებას კონსტიტუცია იძლევა“, – ნათქვამია „ლაციოს“ განცხადებაში.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.