წელი: 2020

Home 2020
ფეხბურთის ყურების დროს
ჩანაწერი

ფეხბურთის ყურების დროს

ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს. მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო? ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და თვით საქართველოშიც, სადაც ძალიან კარგად და აზრიანად თამაშობენ ფეხბურთს, არაერთი მწვრთნელი ღამეს სტეხს, ახალი...

უარი ბასილაშვილს
ჩანაწერი

უარი ბასილაშვილს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჩოგბურთელის მხარე მისი და ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა. სასამართლომ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა ღონისძიება ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ნელი დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და 100.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შრიოდერის რეკორდი
ჩანაწერი

შრიოდერის რეკორდი

საფეხბურთო კლუბი „ჰოფენჰაიმი“ მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შრიოდერს დაემშვიდობა. კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებ გვერდზე დაადასტურა. „სოფლელებსა“ და ნიდერლანდელ სპეციალისტს შორის ხელშეკრულების გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმებით მოხდა, თუმცა გარკვეულ უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც კლუბის განცხადებაში წერია, ხელმძღვანელობა და შრიოდერი სხვა და სხვა აზრის იყვნენ გუნდის შემდგომ განვითარებაზე, შედეგად თანამშრომლობას აზრი არ ჰქონდა. შრიოდერის განთავისუფლება აღსანიშნია იმ ფაქტის გამოც,...

რამოსი და არტური
ჩანაწერი

რამოსი და არტური

ტურინის „იუვენტუსი“ არაფრისდიდებით არ აპირებს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე უარის თქმას. იტალიელები ფეხბურთელს ხელფასის გასამმაგებას ჰპირდებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არტურს ბარსელონაში 5 მილიონ ევროს უხდიან. ასეთია მარტივი საფეხბურთო მათემატიკა… ამასობაში კი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა სიმბოლომ, სერხიო რამოსმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, უფრო რომ დავაზუსტოთ, სურვილი ორმხრივია. 34 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში...

პრემიერლიგა მსოფლიოს მხარდამხარ
ჩანაწერი

პრემიერლიგა მსოფლიოს მხარდამხარ

პრემიერლიგა მომდევნო კვირაში ბრუნდება, მსოფლიოში კი დიდი მღელვარებაა — „შავი სიცოცხლეც ფასეულიაო” მეტყველებს დემოკრატიული სამყაროს მთავარი ლოზუნგი. და პრემიერლიგის შეფებმა კლუბებთან ერთად დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა აქციით შეუერთდნენ კაცობრიობას. ფაქტია, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ და საამისოდ რაღაც აქვთ მოსაფიქრებელი. პრემირლიგის ფეხბურთელთა ერთი ნაწილის მოთხოვნაც ეს არის. მათ სურთ მინეაპოლისში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი...

ხამეს და ხან ის ვარიანტი
ჩანაწერი

ხამეს და ხან ის ვარიანტი

დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის. ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია...

რაღა დროს მესი და რონალდუა…
ჩანაწერი

რაღა დროს მესი და რონალდუა…

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“  ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1). „ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და...

უნიჭო კურტუა
ჩანაწერი

უნიჭო კურტუა

ცოდნა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელეო… თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპორტული კარიერის მოსაწყობად უსწავლელობა ცოდნაზე მეტად დაფასებულა. ამის დასტური ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას მაგალითია. ჯერ კიდევ მშობლიურ „გენკში“ თამაშისას ტიბოს გადაბირება გერმანულ „ჰოფენჰაიმს“ სურდა, მაგრამ კურტუების ოჯახს შვილის საზღვარგარეთ გაშვება მანამდე არ სურდა, ვიდრე სკოლას არ დაამთავრებდა. ტიბო კი მათემატიკაში იმდენად სუსტი...

შეთქმულება ბენევენტოს წინააღმდეგ
ჩანაწერი

შეთქმულება ბენევენტოს წინააღმდეგ

იტალიის ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ იქაური მედია უკვე შესაძლო შეთქმულების თეორიაზე წერს. ამ თეორიის „ავტორი“ სერია B-ს ლიდერი „ბენევენტო“ გახლავთ. ცოტა შორიდან დავიწყოთ: იტალიაში შეჩერებული ჩემპიონატი განახლების პროცესშია. აპენინებზე, სხვა დიდ ევროპულ ქვეყნებზე მკაცრი რეგულაციებია – ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, კარანტინში მთელი გუნდი უნდა წავიდეს და არამხოლოდ ინფიცირებული. თუ ასე მოხდა, ჩემპიონატი, ფაქტობრივად, ჩაიშლება. გადავიდეთ...

იტალიაში, ოღონდ იუვეში აღარ…
ჩანაწერი

იტალიაში, ოღონდ იუვეში აღარ…

მადრიდის „ატლეტიკო“ს შემტევი ალვარო მორატა, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. ითქვა, რომ 27 წლის თავდამსხმელით მილანის „ინტერი“ არის დაინტერესებულიო. მილანელები მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად მოიაზრებენ. „ნერაძურის“ წარმომადგენლები უკვე დაკავშირებიან მადრიდელთა ხელმძღვანელობას. მორატა ატლეტიკოში იჯარის წესით თამაშობს. ზაფხულში ესპანელები „ჩელსისგან“ მის გამოსყიდვას 56 მილიონ ევროდ აპირებენ. მორატას იტალიაში ადრეც უთამაშია. 2014-16 წლებში ის ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.