
ტურინის „იუვენტუსი“ არაფრისდიდებით არ აპირებს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, არტურის ტრანსფერზე უარის თქმას. იტალიელები ფეხბურთელს ხელფასის გასამმაგებას ჰპირდებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არტურს ბარსელონაში 5 მილიონ ევროს უხდიან. ასეთია მარტივი საფეხბურთო მათემატიკა…ამასობაში კი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა სიმბოლომ, სერხიო რამოსმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, უფრო რომ დავაზუსტოთ, სურვილი ორმხრივია. 34 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის, ახალი კი 2022 წლამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამოსი მადრიდში „სევილიადან“ 2005 წელს გადაბარგდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
