გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ჯერ ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმც ამბობენ, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა დღესვე დადასტურდება. ქართულ რაგბში მძიმე პერიოდია. კრიზისი მომწიფდა: ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო, თან სკანდალების ფონზე. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მთავარი მენეჯერი ბაჩო ხურციძეა, კიდევ ერთი კანდიდატი კი...
ესპანელები ევროთასებს ვირუსით ხვდებიან
ესპანურ „სევილიაში“ კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 26 ივლისს ჩაბარებული გეგმიური ტესტებიდან ერთზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფეხბურთელის ვინაობა არ გასაჯაროებულა. გუნდი კარანტინში გადავიდა და მორიგ ტესტირებას ელის, რომელიც 30 ივლისსაა დაგეგმილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან ფეხბურთელები ინდივიდუალურ ვარჯიშებს. არადა, უკვე 6 აგვისტოს „სევილიას“ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური მატჩი აქვთ იტალიურ „რომასთან“, რომელსაც გერმანული დუისბურგი უმასპინძლებს. პრობლემებია მადრიდის...
ტორესი უკვე ქალაქელია
„მანჩესტერ სიტიმ” სულ მცირე ლეროი სანეს შემცვლელი იპოვა — „ვალენსიასგან” 20 წლის ფერან ტორესი გადაიბირა. სატრანსფერო თანხა არის ნაღდ 20,9 მილიონ გირვანქას პლუს მთელი რიგი წანამატები ანუ ის სავარაუდოდ 31,8 მილიონ გირვანქამდე (35 მილიონ ევრომდე) გაიზრდება. კონტრაქტი ხუთწლიანია. ტორესს „ვალენსიაში” ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ვალენსიელები ახალგაზრდაში თავიდან 39 მილიონ გირვანქას ითხოვდნენ, მაგრამ კორონაკრიზისმა...
უძვირესის გაიაფება
ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა შიშობს, რომ „ჩელსის” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა. ფორმა და ნდობადაკარგულ გოლკიპერზე ამბობენ, შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში სკამზე დატოვებენ და მის ნაცვლად 38 წლის ვილი კაბალიეროს ათამაშებენო. არისაბალაგა დასავლეთლონდონელებმა „ბილბაოსგან” 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით იყიდეს და მასში მეკარისთვის სარეკორდო თანხა, 71,6 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ დღეს ის ფიქრობს, რომ...
ლეოს 22 აცილებული
პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში. იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი! თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა. მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ –...
ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...
ბაიერნმა კავანის გახედა
მიუნხენის „ბაიერნი“ 33 წლის ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის გადაბირებით დაინტერესდა. კავანი თავისუფალი აგენტია – „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა. გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა კავანის რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორად მოიაზრებს. როგორ ირკვევა, უკვე შედგა პირველი კონტაქტი ედინსონის ძმასთან. გარკვეულ დეტალებზე იმსჯელეს, კლუბის წარმომადგენლებმა მოისმინეს ფეხბურთელის მოთხოვნები. ამასთან, კავანის დაწყებული აქვს მოლაპარაკებები „ბენფიკასთან“. თუმცა, იქ პრობლემები ფინანსური კუთხით...
შვილი ბარსელონაში, მამა – მილანში
ამას წინათ ითქვა, რომ მილანის „ინტერს“ „ბარსელონას“ მთავარი ვარსკვლავის, ლეო მესის გადაბირება სურდა, თუმცა ამის თავად იტალიელებს არ სჯეროდათ. ახლა კი ისეთი რამ ხდება, შესაძლოა, მილანელთა ოცნება რეალობად იქცეს. საქმე ის არის, რომ მესის მამამ მილანში სახლი იყიდა. და ეს ყველაფერი „ინტერის“ შტაბბინიდან არც ისე შორს. „ინტერის“ ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტი მასიმო მორატი იმედი გამოთქვამს,...
სულშერმა რვას დაუმიზნა
„დორტმუნდმა“ 98 მილიონ ევროზე უარი თქვა და ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მიჰყიდა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მაინც შესძლებს. „წითელი ეშმაკებში“ მასშტაბური სატრანსფერო კომპანია აქვთ დაგეგმილი და სანჩო მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სულ მანჩესტერელთა გეგმებში რვა ახალი ფეხბურთელის მიყვანა იგეგმება. ოლე გუნარ სულშერს დაცვაში კალიდუ კულიბალის („ნაპოლი“), ტაირონ მინგსის...
თავხედი არტური
„ბარსელონამ” არტურ მელოს წინააღმდეგ სადისციპლინო პროცესი წამოიწყო. ასეთი გახლავთ კლუბის რეაქცია 23 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს თანაგუნდელებს და „ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრიდან „იუვენტუსში” გამოვა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. არტურის კონტრაქტი ხუთწლიანია. „ბებერი ქალბატონი” 72 მილიონ ევროს იხდის, რასაც გარემოებათა მიხედვით შეიძლება კიდევ 10 მილიონი დაემატოს. გარიგებაში შედის...









