ისინი ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში დიდი მოქიშპეები იყვნენ, ხოლო კუნძულ სილტზე მეზობლები არიან — ლაპარაკია „ბაიერნის” აღმასრულებელ შეფ, წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელ კარლ ჰაინც რუმენიგესა და წარსულში „დორტმუნდის”, დღეს კი „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპზე. რუმენიგე 64 წლისაა, ხოლო კლოპი 53-ის. „მე და იურგენ კლოპი სილტში ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ახლაც ცხადად მახსოვს 2012 წელი. ჩვენ ზედიზედ ორჯერ...
მარადონა ესპანეთის ნაკრებში?
გენიალური არგენტინელის პოსტსაფეხბურთო ცხოვრება ასეთივე გენიალური ვერ აღმოჩნდა, თუმცა უამრავი სკანდალისა და სამწვრთნელო ასპარეზზე არცთუ დიდი წარმატებების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დიეგოს სიდიადის ჯოკრად გამოყენებას ცდილობენ. ერთ-ერთი გახლავთ ანტონიო ტორესი – ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო მსაჯი, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადება. მისი განცხადებით, თუ არჩევნებში...
შავი პანტერა და მისტერ ვანტასტიკა
დღეს ნიდერლანდური ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავის დაბადების დღეა. პირველის სახელი – რიუტგერიუს იოჰანეს მარტინიუსი, ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ საკმარისია გვარი ვახსენოთ… რუუდ ვან ნისტელროი, ვინაც ფიფას ვერსიით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოთა ასეულში დაიმკვიდრა ადგილი. 1976 წლის 1 ივლისს პატარა ნიდერლანდურ ქალაქ ოსში დაბადებული რუდი სხვადასხვა დროს პსვ-ს, „მანჩესტერის“, „რეალის“, „ჰამბურგისა“ და „მალაგას“ სახელით ასამარებდა მეტოქეთა...
ჩემპიონ შენგელიას ადგილი გაუნთავისუფლეს
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. არადა, ჩემპიონობას ვინ დაეძებს, იყო მომენტი ფლეი ოფში „ბასკონიას“ მოხვედრაც კი სათუო იყო… თუმცა პანდემიამ ტურნირი გააჩერა. განახლებულ ფორმატში კი ვიტორიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტიტული დამსახურებულად მოიგეს. ჩემპიონატი ახლებური ფორმატით გაგრძელდა. „ბასკონია“ და „ბარსელონა“ ჯგუფში ერთად იყვნენ: კატალონიელებმა ყველა მოიგეს, ბასკებმა მხოლოდ „ბარსასთან“ დათმეს და მათი გზები...
გრიზმანი უკომენტაროდ
„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ (2:2) მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ჟურნალისტმა მისი ყოფილი ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის შესახებ ჰკითხა, მაგრამ სიმეონემ კი… გზა გააგრძელა… „უკომენტაროდ“, – ესღა თქვა დიეგო სიმეონემ, არადა იქამდე ენაწყლიანი იყო.. შეგახსენებთ, გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014-19 წლებში თამაშობდა და „ბარსელონაში“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. „ალეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ესპანეთის...
სეტიენის დე ფაქტო და დე იურე
მორჩა, დამთავრდა! — წერს კატალონიური „სპორტი”, — „ბარსელონამ” „ატლეტიკოს” დამარცხება ვერ შეძლო და ახლა, ცხრილში, „რეალს” ერთი ქულით ჩამორჩება. თან თამაშით მეტი აქვს. ეს გახლდათ გუნდის მესამე ფრე ბოლო ოთხ შეხვედრაში. თუ მადრიდი 2 ივლისს „ხეტაფეს” მოუგებს, გუნდებს შორის განსხვავება 4 ქულა გახდება. ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე კი ეს ცუდ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. არადა,...





