გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ჯერ ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმც ამბობენ, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა დღესვე დადასტურდება.
ქართულ რაგბში მძიმე პერიოდია. კრიზისი მომწიფდა: ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო, თან სკანდალების ფონზე. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მთავარი მენეჯერი ბაჩო ხურციძეა, კიდევ ერთი კანდიდატი კი საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი და პარლამეტარი ირაკლი აბუსერიძე.
ამ შიდა პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური მოყვა, რომელიც მსოფლიოში გამძვინვარებულმა კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. შეჩერდა საქართველოს ჩემპიონატი და ჯერაც უცნობია, განახლდება თუ არა დიდი 10, მრავალი მოთამაშე თუ მწვრთნელი შემოსავლის გარეშე დარჩა და ზოგი მშენებლობაზე დასაქმდა, ზოგი დაცვაში, ზოგიც – მიტანის სამსახურში.
სავარაუდოდ, გოჩა სვანიძეს გადადგომისკენ სწორედ ამ პრობლემების ერთობლიობამ უბიძგა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
