ჭდე: ბაჩო ხურციძე

Home ბაჩო ხურციძე
არასპორტული თამაშის ქრონოლოგია
ჩანაწერი

არასპორტული თამაშის ქრონოლოგია

ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ვიღაცას აეროპორტში მისვლა დაავიწყდა, თუ დაეზარა, თუ საჭიროდ არ ჩათვალა. მერე კი იფიქრა, რომ უხერხულობიდან საუკეთესო გამოსავალი გაღმა შედავება იქნებოდა.  31 მაისი. 11:14 საათი ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუს. სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი ამბობს: „როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა… არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა… ეს იყო ყველაზე...

არც ფიცი გვწამს, აღარც ბოლო გვაკვირვებს
ჩანაწერი

არც ფიცი გვწამს, აღარც ბოლო გვაკვირვებს

კაცმა რომ თქვას, რა უნდა გაგიკვირდეს ორგანიზაციისგან, სადაც ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ და არგუმენტებს იარაღის ტრიალით ამყარებენ? ალბათ, არც არაფერი. თუმცა შევნიშნოთ: თუკი აქამდე რაგბის კავშირში დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთს ემიჯნებოდნენ, ახლა მოახერხეს და… საკუთარ თავს გაემიჯნენ. უკვე გვეწერა, რომ საქართველოში ჩამოსულ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს, აქაური რაგბის კავშირიდან არც ვინმე დახვდა და არც ვინმემ გააცილა. ბუნებრივია, სტუმრები...

ქართული რაგბი ტყემალზეა…
ჩანაწერი

ქართული რაგბი ტყემალზეა…

„ამათ, მგონი, ფულის სუნი აქვთ ნაკრავი,“ – მომკალით და ცნობილი ქართული ფილმის ცნობილი ფრაზა დიდი ხნის წინ ამეკვიატა. მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირში დაიწყო სერიალი „ვირჩევთ პრეზიდენტს“. რადგან ფილმი ვთქვით, რა უბედურება იყო ამდენ დუბლად გაწელილი საპრეზიდენტო არჩევნები? აკი რაგბი ჩვენი თამაშია და აქ მხოლოდ ვაჟკაცური საქციელები მოსულაო? არავის, არც ერთ მხარეს არ გავამართლებ და...

ოვალური საოცრება
ჩანაწერი

ოვალური საოცრება

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა საპრეზიდენტო არჩევნები, აგერ, უკვე მეოთხედ დანიშნა, რადგან შარშან გამართული სამი მცდელობიდან შედეგი ვერც ერთმა მოიტანა. ზამთარში ჯერ ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ გამგეობას არჩევნების გადადება მოსთხოვეს – აქაოდა ჯეროვნად მომზადება ვერ მოვასწარითო. თანხმობა მიიღეს, მაგრამ ახალი თარიღი უკვე პანდემიის გამძვინვარებას დაემთხვა და ეს ცდაც ფუჭი გამოდგა. ბოლოს არჩევნები მაინც ჩატარდა –...

ქართული რაგბი უთავოდ დარჩა
ჩანაწერი

ქართული რაგბი უთავოდ დარჩა

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ჯერ ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმც ამბობენ, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა დღესვე დადასტურდება. ქართულ რაგბში მძიმე პერიოდია. კრიზისი მომწიფდა: ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო, თან სკანდალების ფონზე. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მთავარი მენეჯერი ბაჩო ხურციძეა, კიდევ ერთი კანდიდატი კი...

გადაიდო, გადაიდო, კიდევ გადაიდო…
ჩანაწერი

გადაიდო, გადაიდო, კიდევ გადაიდო…

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ასე გადაწყვიტა კავშირის გამგეობამ – ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა სპორტული ღონისძიება არა თუ ჩვენში – პლანეტა დედამიწაზე არის შეწყვეტილი, გადადებული, გაუქმებული… ერთადერთი იმას შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არჩევნები 25 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ სხვადასხვა მიზეზთა გამო გადადება მოითხოვეს, რაც...

გადადეს
ჩანაწერი

გადადეს

დღეს 30 იანვარია, მაგრამ რაგბის კავშირის მომდევნო ოთხწლეულის თავკაცის ვინაობას დღეს ვერ შევიტყობთ. რატომ? იმიტომ რომ კავშირის გამგეობამ არჩევნების თარიღი 30 იანვრიდან 24 თებერვლამდე გადაწია. რა გახდა ამ მოულოდნელი გადავადების მიზეზი? არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამგეობაში შევიდა განცხადებები არჩევნების ორი მონაწილისგან. ბაჩო ხურციძე არჩევნების წესდების ნიუანსებში გასარკვევად ითხოვდა დამატებით დროს, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს ეს პერიოდი...

სამი კანდიდატის ამბავი
ჩანაწერი

სამი კანდიდატის ამბავი

მოგეხსენებათ, 30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება. ჰოდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობაც უკვე საბოლოოდ გაირკვა. მომდევნო 4 წლის, ანუ ერთი სრული სარაგბო ციკლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირს უხელმძღვანელებს შემდეგი სამი ფუნქციონერიდან ერთ-ერთი: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე ან ირაკლი აბუსერიძე. ამ წერილში ვეცდებით, სამივე კანდიდატის შანსები მოკლედ მიმოვიხილოთ და შევაფასოთ. ბაჩო...

სვანიძეზე დამოკიდებული დე ბროინი
ჩანაწერი

სვანიძეზე დამოკიდებული დე ბროინი

1 თებერვალს, „დინამო არენაზე“ რუმინეთის ნაკრებთან მატჩით, საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. რაღა დარჩა – ორ კვირაზე ოდნავ მეტი, მაგრამ ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასის დასრულებიდან მოყოლებული, უმწვრთნელოდ უწევთ არსებობა. „მუხების“ დასახვედრად გუნდს ლევან მაისაშვილი მოამზადებს – ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი და გუნდის დაცვის მწვრთნელი. მაგრამ ყველას გვაინტერესებდა, თუ ვინ ჩაიბარებს...