გუნდი კარანტინში გადავიდა და მორიგ ტესტირებას ელის, რომელიც 30 ივლისსაა დაგეგმილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან ფეხბურთელები ინდივიდუალურ ვარჯიშებს. არადა, უკვე 6 აგვისტოს „სევილიას“ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური მატჩი აქვთ იტალიურ „რომასთან“, რომელსაც გერმანული დუისბურგი უმასპინძლებს.
პრობლემებია მადრიდის „რეალშიც“. აქ დაინფიცირებულის ვინაობა გასაჯაროვდა – ფორვარდი მარიანო დიასი გუნდს კარგა ხანი ვერ დაეხმარება.
„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალი მანჩესტერში, „სიტისთან“ უწევს და ჯამური წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. პირველი შეხვედრა მადრიდში ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. ამ მატჩს მანჩესტერის „ეტიჰადი“ 7 აგვისტოს მასპინძლობს.
უეფამ კი ცალკე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ იძლევა პანიკის საფუძველს და ორივე მხარესთან თანამშრომლობით მატჩის უმაღლეს დონეზე გამართვის ეიმედებათ.
