დიახ! მამუკა გორგოძე რაგბს დაუბრუნდა. ამიერიდან ქართული რაგბის ლეგენდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი იქნება, თანაც ამ, სამეთვალყურეო ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში ის ნამდვილად არ იქნება ერთადერთი ლეგენდარული ბორჯღალოსანი! მამუკას გარდა გამგეობის წევრად აირჩა ასევე დავით კაჭარავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც პოლიტიკაზე ბრწყინვალე სპორტული კარიერის დასრულებისთანავე გადაერთო, მაგრამ გულმა საყვარელი საქმის გარეშე დიდხანს ვერ გაუძლო...
ჭდე: საქართველოს რაგბის კავშირი
არც ფიცი გვწამს, აღარც ბოლო გვაკვირვებს
კაცმა რომ თქვას, რა უნდა გაგიკვირდეს ორგანიზაციისგან, სადაც ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ და არგუმენტებს იარაღის ტრიალით ამყარებენ? ალბათ, არც არაფერი. თუმცა შევნიშნოთ: თუკი აქამდე რაგბის კავშირში დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთს ემიჯნებოდნენ, ახლა მოახერხეს და… საკუთარ თავს გაემიჯნენ. უკვე გვეწერა, რომ საქართველოში ჩამოსულ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს, აქაური რაგბის კავშირიდან არც ვინმე დახვდა და არც ვინმემ გააცილა. ბუნებრივია, სტუმრები...
ტყემალაძე მაინც პრეზიდენტია!
ჯერ იყო და, „მოწმენდილ ცაზე“ მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძის არჩევის განაცხადიც დაახარვეზაო. მაგრამ დღესვე ყველაფერი „დალაგდა“ – რეესტრმა მიიღო დაწუნებული მხარისგან დამატებითი საბუთები 10 მარტის საერთო კრების შესახებ და პრეზიდენტის არჩევნები კანონიერად სცნო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონი ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის...
ტყემალაძეც საჯარო რეესტრს დაელოდება
„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში რაგბის კავშირის საერთო კრება გაიმართა, რომლის ერთადერთი სამუშაო საკითხი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა იყო. კანდიდატიც, საკითხივით ერთადერთი იყო — ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე. იურიდიულად ეს იყო განმეორებითი არჩევნები, თუმცა მთლიანობაში ეს იყო განმეორებითის განმეორებითის განმეორებითის და ვინ მოთვლის კიდევ მერამდენედ განმეორებითი არჩევნები. როგორც მოსალოდნელი იყო, ღონისძიება დიდი ხმაურის ფონზე წარიმართა. საქართველოს...
რუსეთთან მატჩი კავშირის თამაშია?
7 თებერვალს საქართველოს რაგბის სათამაშოდ რუსეთი ესტუმრება. ეს არის რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო. მატჩი „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა, ეს არაფერი – თამაშზე არ დაიშვებიან არც სპორტული ჟურნალისტები. საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე წერია: „საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის...
12 გუნდით გარდამავალი დიდი 10
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება. COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ა ჯგუფში მოხვდნენ...
ოფიციალურად: 12 გუნდი ერთი წლით
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2020/2021 წლების სეზონში 10-ის ნაცვლად 12 გუნდი ითამაშებს. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019/2020 წლების კაცთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს. უმაღლესი ლიგის 10 გუნდს + თბილისის „ლელო-სარასენსს“, „ბათუმს“, ქუთაისის „აიას“, რუსთავის „ხარებს“, თბილისის „აკადემიას“, გორის „ჯიქს“, ბოლნისის „ყოჩებს“, თბილისის „იუნკერებს“,...
გახარია მორაგბეებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დახმარებას დაპირდა. მთავრობა რაგბის კავშირს ფინანსურად დაეხმარება, ჩემპიონატი კი სექტემბერში განახლდება. „სახელმწიფო რაგბს ყოველთვის გვერდში ედგა და ახლაც თანადგომა გამოგვიცხადა. პრემიერ მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ფინანსურად დაგვეხმარება,“ – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გოჩა მაჭავარიანმა. „პრემიერი დაგვპირდა, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც სარეკომენდაციო...
ყრილობამდე პრეზიდენტი
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობს. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ცნობად მიიღო რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გამგეობამ კენჭი უყარა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის უფლება-მოვალეობის დროებით შემსრულებლად ერთხმად დაამტკიცა საქართველოს...
ქართული რაგბი უთავოდ დარჩა
გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ჯერ ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმც ამბობენ, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა დღესვე დადასტურდება. ქართულ რაგბში მძიმე პერიოდია. კრიზისი მომწიფდა: ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო, თან სკანდალების ფონზე. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების ყოფილი მთავარი მენეჯერი ბაჩო ხურციძეა, კიდევ ერთი კანდიდატი კი...









