გახარია მორაგბეებს შეხვდა

Home კატეგორიის გარეშე გახარია მორაგბეებს შეხვდა
გახარია მორაგბეებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დახმარებას დაპირდა.
მთავრობა რაგბის კავშირს ფინანსურად დაეხმარება, ჩემპიონატი კი სექტემბერში განახლდება.
„სახელმწიფო რაგბს ყოველთვის გვერდში ედგა და ახლაც თანადგომა გამოგვიცხადა. პრემიერ მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ფინანსურად დაგვეხმარება,“ – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გოჩა მაჭავარიანმა.
No description available.„პრემიერი დაგვპირდა, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც სარეკომენდაციო სახის იქმნება და ეს საბჭო შემოვა მმართველობაში. სწორედ ის მიიყვანს რაგბის კავშირს არჩევნებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება. ასევე დაგვპირდნენ, რომ ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება. შეხვედრით კმაყოფილები ვართ,“ – თქვა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა სანდრო საკანდელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კლუბებში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს ჩემპიონატის განახლება ვერ მოხერხდა და 31 კლუბმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელმაც 14 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიასთან შეხვედრა იყო.
ფინანსური კრიზის ფონზე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი გოჩა სვანიძემ დატოვა, სამი დღის წინ კი, იგივე გადაწყვეტილება გიორგი გორგასლიძემ მიიღო, რომელმაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სულ 10 დღე გაატარა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.