ბერგამოს „ატალანტამ” ტურინის „იუვენტუსთან“ 2:2 ითამაშა და იტალიის ჩემპიონატების ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაც გაიმეორა. შეხვედრაში ანგარიში დუვან საპატამ გახსნა. ეს მისი მე-15 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს გატანილი იოსიპ ილიჩიჩს, ლუის მურიელის ანგარიშზე კი სულაც 17 გოლია. ამრიგად, „ატალანტა“ პირველი გუნდია 1952 წლის შემდეგ, ვისაც შემადგენლობაში 15 და მეტი გოლის გამტანი ერთბაშად სამი ფეხბურთელი ჰყავს....
შალვა და არასპორტული ფინტები
ზოგადად, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ პოლიტიკოსები არ ჩარეულიყვნენ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში. არ გამოდის. არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გამოდის. ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ მთლად უბედურებაა, როცა სპორტზე საუბარს ამ სფეროდან მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ადამიანები იწყებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პირველ ლეიბორისტზე მაქვს საუბარი. შალვა ნათელაშვილი აპირებს, მიმართოს ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის საერთაშორისო...
გვარდიოლას მათემატიკა
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთა. მიზეზი ფინანსური მაქინაციები იყო. „ქალაქელებმა“ აპელაცია სპორტულ არბიტრაჟში შეიტანეს და სასამართლო ორშაბათს, 13 ივლისს უნდა გაიმართოს, თუმცა უკვე გაჟონა ინფორმაციამ – „სიტი“ გამართლდება. ამის იმედი აქვს მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასაც, რომელმაც „ბრაიტონთან“ სტუმრად 5:0 მოგებული მატჩის შემდეგ: „ჩვენ შევასრულეთ ამოცანა – მათემატიკურად მოვიპოვეთ...
შტატების დრო
„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ამერიკულ MLS-ში შესაძლო გადასვლაზე ალაპარაკდა. „შესამჩნევია, რომ შტატებში ფეხბურთი ყოველწლიურად უფრო მიმზიდველი ხდება. ეს კარგია და სასიამოვნო. განსაკუთრებული შეგრძნებაა ადევნო თვალი იმას, როგორ იზრდება და ვითარდება ფეხბურთი. სიამოვნებით ვუყურებ MLS-ის ჩემპიონატს. „ინტერ მაიამიში“ გადასვლა? ვნახოთ, შესაძლოა, დევიდ ბექემმა დამირეკოს“, – ამბობს რაკიტიჩი. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს რაკიტიჩი რამდენიმე...
ვიღაც დეზების ბუდეს გადაუფრენს
ლონდონის „ტოტენჰემის“ ფანებს დიდი ხანია გული აქვთ აცრუებული დანიელ ლევიზე. კლუბის მფლობელი ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუწურაქის და უნიჭო საფეხბურთო მენეჯერის რეპუტაციით სარგებლობს. ქომაგები დღემდე ვერ პატიობენ მას გუნდიდან მაურისიო პოჩეტინოს გაშვებას. ჟოზე მოურინიოს ხელში „დეზები“ მე-9 ადგილზე ტივტივებენ, მისი ტაქტიკური სიახლეების წყალობით კი გუნდის უპირველესი ვარსკვლავი ჰარი კეინი ჩრდილშია მოქცეული. ფანების მითმინების ფიალა...
აზერბაიჯანული დე ბიაზი
აზერბაიჯანის ნაკრებს იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი გაწვრთნის. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები ნახევარი წელიწადი მიმდინარეობდა. დე ბიაზის თქმით, ეს ახალი გამოწვევაა, რომლისთვისაც მზადაა. დე ბიაზი ბაქოში აგვისტოს დასაწყისში ჩავა, თანაშემწეებად თანამემამულეებს – ბენიტო კარბონეს და კლაუდიო ბელუჩის გაიყოლებს და საქმეს შეუდგება. დე ბიაზის სანაკრებო გამოცდილება აქვს – 6 წელი ალბანეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებითაც. სწორედ...
სუარესის და პიკეს ეპიზოდები
კატალონიური მას-მედია „ბარსელონას” წინააღმდეგ მსაჯობაზე ჩივილს განაგრძობს. „სპორტი” წერს, რომ რაც ლა ლიგის სეზონი განახლა, VAR-ი „რეალის” შეხვედრებში ძალიან აქტიურია და მადრიდის კლუბს ეხმარება, „ვალიადოლიდისა” და „ბარსელონას” მატჩში (0:1) კი საეჭვო ეპიზოდების გადამოწმება არ ინება. ხსენებულ თამაშში იყო ორი მომენტი, როდესაც „ბლაუგრანას” ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. უფრო მძაფრი პროტესტი ლუის სუარესს ჰქონდა. მან ხავი სანჩესთან ორთაბრძოლის...
კევინი და მისი ავტორიტეტი
„მანჩესტერ სიტისა” და მისი მწვრთნელისთვის პეპ გვარდიოლასთვის მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება. ორშაბათს, სპორტის საერთაშორისო სასამართლო იტყვის ითამაშებენ „ქალაქელები” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თუ არა; მოუხსნიან თუ არა ინგლისურ კლუბს სასჯელს. ამ დღეს „სიტისთვის” ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს. თუ სასჯელს ძალაში დატოვებენ, მაშინ „ეტიჰედ სთედიუმის” ალაყაფს გასანგრევად ფეხბურთელების მთელი ჯარი მიაწვება. და არის ერთი მოთამაშე, რომლის...
ბარსამ თავისი სვლა გააკეთა…
„ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ვალიადოლიდს” 1:0 და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, ოღონდ, საამისოდ „რეალმა” უნდა დაკარგოს ქულები. ამჟამად, მადრიდელებს 35 შეხვედრიდან 80 ქულა აქვთ, „ბარსას” კი 36 შეხვედრიდან 79. „რეალის” მოგებებს „ბარსელონას” მხარდამჭერი მედიის სტატიებზე დაყრდნობით გაცნობთ ხოლმე; ახლა ვნახოთ რა დაწერა „ბლაუგრანას” წარმატებაზე AS-მა. მადრიდულმა გაზეთმა ხაზი გაუსვა, რომ „ბარსელონას” წარმატებას მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, თორემ...
ვახშამი მოედნის კიდეზე
ამსტერდამის „აიაქსის“ საშინაო „იოჰან კრუიფ არენაზე“ რესტორანი გაიხსნა. Langs de Lijn – ასე ეწოდება ამ ორიგინალურ პროექტს, რომელმაც პირველი სტუმრები 8 ივლისს მიიღო. მაგიდები პირდაპირ მოედნის კიდეზეა ჩალაგებული. სტუმრებს ორ სხვადასხვა მენიუს სთავაზობენ, რომელთაგან თითოეულში სამი კერძი შედის. მომსახურების ღირებულება ერთ პერსონაზე 55-დან 100 ევრომდე მერყეობს და სტადიონზე ექსკურსიასაც ითვალისწინებს, გასახდელების დათვალიერების ჩათვლით. პროექტი აშკარად...









