კრიშტიანუ არა, ლეო მესი არა და გერმანელები არა… ასეთი იყო ესპანური „მარკას” გერმანელი ექსპერტის ოლივერ ბირჰოფის კრიტერიუმები, როდესაც ის პლანეტის ხუთი საუკეთესო თავდამსხმელის დასახელებაზე ფიქრობდა. 52 წლის ვეტერანმა, რომელიც ფეხბურთელობის წლებში თავად გახლდათ ფორვარდი და თავი ისეთ კლუბებში თამაშით გამოიჩინა, როგორებიც იყო „მილანი” და „მონაკო”, ხუთეულში ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი მაინც შეიყვანა. „ძნელი ამოცანა მერგო, —...
ახალი თამაში, ძველი ისტორია და უცხო ცხვირები
ტრადიციასავით დამკვიდრდა, „რეალის” ყოველი ახალი შეხვედრის მიმოხილვას კატალონიურ, პრო-ბარსელონურ პრესას დავესესხებით ხოლმე. მიზეზი მარტივია, „ბარსას” მხარდამჭერი მედია ჩასაფრებულია და მადრიდელთა ყოველ მოგებას გამადიდებლით აკვირდება. ახალი თამაში, ძველი ისტორია! — წერს ამჯერადაც უკმაყოფილო „სპორტი” — „რეალს” ისევ პენალტი დაარტყმევინეს, რასაკვირველია საეჭვო, რის შემდეგაც მადრიდელებმა „ალავესი” დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ცხრილში ოთხი ქულით ლიდერობენ....
სალომონ არაბრძენი
წლების წინ ლონდონურ „ჩელსიში“ ბურთაობდა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც კი გახდა. სალომონ კალუ ფეხბურთის ყველა ქომაგისთვის ნაცნობი პერსონაა. მას გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, რომ არა ცეტი ხასიათი. ჯერ იყო და აყლაყუდა კოტ დივუარელი კარიერის პიკზე გაუშვეს „ჩელსიდან“. მერე ცოტა ხანს ფრანგულ „ლილში“ ითამაშა და 2014 წლიდან გერმანულ „ჰერტაში“ ჩაუშვა ღუზა… თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ...
არაფერი შენგელიას შესახებ
ბოლო დღეებია, ქართულ სპორტში მთავარი გასარჩევი ამბავი თორნიკე შენგელიას ЦСКА-ში გადასვლაა (კირილიცათი უკეთ იკითხება ამ კლუბის სახელი). პოსტებსა და კომენტარებში მიდის დამადლება, დაზომება, თუ ვინ უფრო დიდი ქართველია და ვის რა ამაგი აქვს სამშობლოს წინაშე. და ეს ყველაფერი, ცხადია, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ეპითეტების თანხლებით. თუმცა ეს წერილი თორნიკე შენგელიაზე არ არის და მის სახელს ქვევით ერთხელაც...
ევროპა ლიგა გერმანიაში დასრულდება
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. როგორც ჩემპიონთა ლიგაის გათამაშებაში, ამ ტურნირზეც, ჯერ არ გამართულა მერვედფინალის საპასუხო მატჩები. წინასწარი წილისყრით კი მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „შახტარი“ (უკრაინა) VS „ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „ბაზელი“ (შვეიცარია) VS „აინტრახტი“ (გერმანია) (1); „ლინცერი“ (ავსტრია) VS „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) VS „კოპენჰაგენი“ (დანია) (2); „ინტერი“ (იტალია) VS...
უეფამ ლიგა დაალაგა
უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა: მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1); „ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი)...
მამასთან უნდა
იტალიური „კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე არც მალავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, მადრიდულ კლუბს მამამისი დიეგო უდგას სათავეში. უმცროსი სიმეონეს თქმით, ეს სულაც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. „მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაში ჩემი იცნებაა. ბავშვობიდან ვქომაგობ ამ გუნდს და სულ მინდოდა მისი წევრობა. ახლა იქ მამაჩემია მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სურვილი არ გადამივლის....
ჟოზე გაუშვით, პოჩი დააბრუნეთ!
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ბორნმუთთან” შეხვედრაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. ლონდონური კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, გაწბილებულმა 73 წლის ლორდ შუგარმა ჟოზე მოურინიუს გაშვება და მაურისიო პოჩეტინოს დაბრუნება ისურვა. ამ შეხვედრაში „სფურზს” უნდა მოეგო და სამომავლო ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს შეინარჩუნებდა, მაგრამ ჩაფლავდა — „ალუბლებს”, რომელთაც 14 დეკემბრის შემდეგ ერთი თამაში ვერ ჩაატარეს ისე, რომ გოლი არ გაეშვათ და...
ბიჭები ბრდღვნიან ყველაფერს!
მანჩესტერში ხალხს სერ ალექს ფერგიუსონის დრო გაახსენდა: „იუნაიტედში” ყმაწვილები თამაშობენ და ისინი ყველაფერს ბრდღვნიან! ოლე გუნარ სულშერის გუნდი შემტევ ფეხბურთს რომ თამაშობს, ამის დასტური პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში მის სასარგებლოდ დანიშნული სარეკორდო(!) 13 პენალტია, ხოლო ყველა შეჯიბრებაში ერთად მანჩესტერელებმა 18 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს. მათ შორის იყო გუშინდელი საეჭვო პენალტიც, რომლის წყალობითაც ბრუნო ფერნანდეშმა „ასტონ ვილასთან” 27-ე წუთზე...
ბრაზილიელებს ცივი წყალი გამოუწერეს
ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბრაზილიური „სანტოსის“ სარჩელზე ესპანური „ბარსელონას“ მიმართ. საქმე ეხებოდა 2013 წლის მაისში 57 მილიონ ევროდ გაჩარხული ნეიმარის ტრანსფერს. ბრაზილიელები კოლეგებს ტრანსფერის განხორციელებისას დაშვებულ დარღვევებზე ედავებოდნენ და მათთგან კიდევ 61 მილიონ ევროს ითხოვდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნეიმარმა და „სანტოსმა“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს. შესაბამისად, ესპანელთა ქმედებებში არაფერი თაღლითობის მსგავსიც კი არ შეინიშნება...









