ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბრაზილიური „სანტოსის“ სარჩელზე ესპანური „ბარსელონას“ მიმართ.საქმე ეხებოდა 2013 წლის მაისში 57 მილიონ ევროდ გაჩარხული ნეიმარის ტრანსფერს. ბრაზილიელები კოლეგებს ტრანსფერის განხორციელებისას დაშვებულ დარღვევებზე ედავებოდნენ და მათთგან კიდევ 61 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ნეიმარმა და „სანტოსმა“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს. შესაბამისად, ესპანელთა ქმედებებში არაფერი თაღლითობის მსგავსიც კი არ შეინიშნება და ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაც კანონის ჩარჩოებში ჯდება.
„სანტოსის“ იურისტებმა მარცხი აღიარეს. ამას გარდა, ბრაზილიელები გადაიხდიან საქმის წარმოებაზე „ბარსელონას“ მიერ გაწეულ ხარჯებს 18,5 ათასი ევროს ოდენობით.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
