2017 წელს როდრიგო ახლოს იყო „ლივერპულში“ გადასვლასთან. ბიჭი იმ დროს ბრაზილიულ „სანტოსში“ თამაშობდა. იურგენ კლოპს ის Youtube-ში უნახავს და ბრაზილიაშიც ჩასულა მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ როდრიგოს აგენტი ნიკ არკური ჰყვება: „როცა როდრიგო „სანტოსთან“ თავის პირველ კონტრაქტს აფორმებდა, „ლივერპულის“ დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ კლოპს აინტერესებდა ფეხბურთელი. კლოპს Youtube-ში ჩაუწერია „ბრაზილიელი ტალანტები“ და ინტერესიც აქედან წამოვიდა. დამიკავშირდნენ,...
ჭდე: სანტოსი
მეფე კაზუ 54 წლის მიურა ისევ თამაშობს
იაპონელი კაზუიუსი მიურას სახელი ბევრმა იცის. მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (პროფდონეზე). მიურა 54 წლისაა და შარშან „იოკოჰამაში“ გახლდათ. ეს გუნდი მეორე ლიგაში გავარდა, მიურამ კი ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა… ახლა ჯანმრთელადაა და კლუბიც შეიცვალა. „მეფე კაზუ“ (როგორც ეძახიან) გადავიდა იაპონიის რანგით მეოთხე ლიგის „სუძუკა პოინტ გეტერსში“. სუძუკელებს მიურას უფროსი ძმა, 56 წლის იასუტოსი...
მესი – პელეზე მეტი
„ვალიადოლიდთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გაიტანა. ეს არგენტინელის მიერ „ბარსას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ჯერ ამდენი ერთი გუნდის სახელით არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. აქამდე რეკორდსმენი ბრაზილიელი პელე იყო, ვინაც მშობლიურ „სანტოსში“ 643-ჯერ ისახელა თავი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სარეკორდო შედეგის მისაღწევად ბრაზილიელს 18 წელი (1956-1974) დასჭირდა, არგენტინელი კი...
მესი მეფეს დაეწია
„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა – 2:2, მაგრამ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა და ცხადია, შედეგის გასაუმჯობესებლად მომავალ ტურშივე შეუტევს. პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ ცუდად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან უკუგდებულ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და არგენტინელმაც თავურით გაიტანა. ეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა „ბარსელონას“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის ფეხბურთის მეფეს...
პელე და დიდები ერთ წიგნში
წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ… წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის...
ბრაზილიელებს ცივი წყალი გამოუწერეს
ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბრაზილიური „სანტოსის“ სარჩელზე ესპანური „ბარსელონას“ მიმართ. საქმე ეხებოდა 2013 წლის მაისში 57 მილიონ ევროდ გაჩარხული ნეიმარის ტრანსფერს. ბრაზილიელები კოლეგებს ტრანსფერის განხორციელებისას დაშვებულ დარღვევებზე ედავებოდნენ და მათთგან კიდევ 61 მილიონ ევროს ითხოვდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნეიმარმა და „სანტოსმა“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს. შესაბამისად, ესპანელთა ქმედებებში არაფერი თაღლითობის მსგავსიც კი არ შეინიშნება...
ნეიმარი ალყაშია
მას ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს ფინანსური ფრონტი. როგორც ესპანური „ელ მუნდო“ იუწყება, ძიება ნეიმარის მიერ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაზაფხულიდან წარმოებს. ნებისმიერი პირი, ვინც ესპანეთში 183 დღეზე ანუ ნახევარ წელიწადზე მეტს იცხოვრებს, ვალდებულია, შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. ნეიმარს „ბარსაში“ თამაშის მთელი პერიოდი ამოუქექეს და საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს ეცილებიან. რამდენიმე დღის წინ გამცნეთ,...



