უეფამ ლიგა დაალაგა

Home კატეგორიის გარეშე უეფამ ლიგა დაალაგა
უეფამ ლიგა დაალაგა

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა:

მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:

„რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)  და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1);

„ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი) (2)

„ნაპოლი“ (იტალია) VS „ბარსელონა“ (ესპანეთი) და „ჩელსი“ (ინგლისი) VS „ბაიერნი“ (გერმანია) წყვლებში გამარჯვებული (3);

„ატალანტა“ (იტალია) – „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) (4)

ნახევარფინალში პირველი წყვილის გამარჯვებული მესამე წყვილის გამარჯვებულის შეხვდება; მეორე წყვილის გამარჯვებული მეოთხე წყვილის გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერდვედფინალის ოთხი საპასუხო მატჩი 7-8 აგვისტოს გაიმართება:

„მანჩესტერ სიტი“-„რეალი“ (პირველი მატჩი 2:1);

„იუვენტუსი“ – „ლიონი“ (0:1);

„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ (1:1);

„ბაიერნი“ – „ჩელსი“ (3:0);

მეოთხედფინალური ეტაპი უკვე 12 აგვისტოდან დაიწყება. ყველა მატჩი პორტუგალიაში, ლისაბონის ორ სტადიონზე – „ჟოზე ალვალადესა“ და „და ლუჟზე“ გაიმართება.

12-15 აგვისტო: მეოთხედფინალები;

18-19 აგვისტო: ნახევარფინალები;

23 აგვისტო: ფინალი (და ლუჟი).

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.