მეტისმეტად გადატვირთულმა საფეხბურთო ზაფხულმა ბევრ წეს-კანონშიც მოითხოვა ცვლილება. წესით, ინგლისში 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასზე (Community Shield) მატჩმა უნდა გახსნას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა გადამწყვეტი დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში. სუპერთასისთვის, მოგეხსენებათ, ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა იბრძოლონ. ჩემპიონის ამბავი გასაგებია – „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის „ატლეტიკომ“ გააგდო და სუპერთასისთვის აუცილებლად იბრძოლებს. რთულად...
ყველაზე ცნობილი რუსული სამი სიტყვის ნაცვლად…
ევროპული კალათბურთის ერთერთმა ყველაზე თვალსაჩინო მძიმე ფორვარდმა, ბევრი ქართველისთვის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო – რუსული არმიის გუნდს შეუერთდა და არ მგონია, სადაო იყოს ის ფაქტი რომ, პუტინ-ივანოვის მიერ ასე ბრენდირებულ-გაპიარებული ცსკა, სწორედაც რომ წითელი რუსული არმიის სახეა, იმ რუსული არმიისა, რომელიც საუკუნეა უმოწყალოდ გვავიწროვებს. არ მესმის მათი, ვინც სპორტს პოლიტიკისგან მიჯნავს, პუტინის საყვარელ ფალავნებს რომ ვაკრავთ...
შენგელია რუსეთის არმიაშია!
ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცეესკას კალათბურთელია. რუსულმა კლუბმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა კონტრაქტის დეტალები – საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის გუნდში 3 წელიწადი დარჩება. „თოკო შთამომავლობით კალათბურთელია. მამამისი, კახა სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და მისი ქვეყნის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. შენგელიამ საკალათბურთო განათლება, ფაქტობრივად, ესპანურ „ვალენსიაში“ მიიღო, სადაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოხვდა. შემდეგ ადაპტირებას...
ნინუა მწვრთნელს ელოდება
როგორც საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ინსტაგრამზე წერია, კლუბსა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელ ნიკა ნინუას შორის ტრანსფერზე პრობლემა არ შექმნილა. დინამოელთა ნახევარმცველი და კლუბი უკვე შეთანხმებულები არიან. ახლა მთავარია „ბეშიქთაშის“ მწვრთნელის სერგენ იალჩინის პასუხი – კლუბი მის გადაწყვეტილებას ელოდება, რათა ნინუამ თურქულ გრანდში გააგრძელოს კარიერა.
ვუელტა კამპ ნოუზე
„ბარსელონამ” „ესპანიოლს” 1:0 მოუგო, ლა ლიგიდან ბეჭედდასმულად გააგდო და თავად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ასე დასრულდა კატალონიის დედაქალაქის დერბი, რომელზეც „ბარსას” ცენტრალური მცველი და ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავი ჟერარდ პიკე ველოსიპედით მივიდა.
მანჩესტერ იუნაიტედის პოლირება
ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუგებრობა დასრულდება და პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინგლისური მას-მედია იხსენებს, რომ შარშან ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა და ძალების ახალ ადგილას მოსინჯვა მინდაო. მას მერე 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის შეწყვეტამდე მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად კოჭის ტრავმით იყო...
რუსეთში შენგელიას როლზე ალაპარაკდნენ
რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა თორნიკე შენგელიას შესაძლო გადასვლას მოსკოვის ცეესკაში. კრიტიკა, რომელიც თოკომ ქართველი გულშემატკივრებისგან მიიღო, იქაურმა პრესამ გაავრცელა. თითქმის ყველა კომენტარი, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, უკვე ყველასთვის არის ცნობილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცეესკას ყოფილმა გამთამაშებელმა სტანისლავ ერიომინმა. „დღეს სპორტი უფრო მაღლა დგას, მაგრამ ხშირად პოლიტიკური აქტივობები კონკრეტულ საკითხებს ხსნიან. ნათელია, რომ...
ხუთი ცვლილება გაისადაც იმუშავებს
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ამოქმედებული წესი, რომელიც გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების უფლებას აძლევს, მომდევნო სეზონშიც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, თუმცა ყველა ლიგა თავად იფიქრებს მიიღოს ეს წესი, თუ – არა. IFAB-ის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ პაუზა, ჯერ კიდევ მიმდინარე ჩემპიონატებსა და ახალ სეზონს შორის ხანმოკლე იქნება....
დაივიწყეთ საუთჰემპტონი
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები მკაცრად გააფრთხილა და შეახსენა, რომ წინ მნიშვნელოვანი მატჩი ელის ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში. ეს გაფრთხილება გამოიწვია გუნდის თამაშმა, რომელიც „ქალაქელებმა“ პრემიერლიგის 33-ე ტურში აჩვენეს „საუთჰემპტონთან“ (0:1). „მთელი სეზონის მანძილზე კარგად ვთამაშობთ. ვასრულებთ იმას, რაც გვქონდა ჩაფიქრებული და ფეხბურთელებიც ჩართული არიან სამუშაოში. თუმცა, რამდენიმე წარმატებული სეზონის...
იბრა – პრეზიდენტიც, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც
არაერთხელ გვითქვამს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავმდაბლობის სინდრომი არ ემუქრება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შვედმა თავისებური ლაზათი შესძინა იტალიურ „მილანს“. ბოლო ხუთ ტურში ეს „როსონერის“” მეოთხე მოგება იყო და გუნდი მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა. ისე, მოგებაცაა და მოგებაც. თითქმის უკვე ჩემპიონ „იუვენტუსთან“ 0:2-ს შემდეგ ზედიზედ ოთხი გოლის გატანა სერიოზული საქმეა. ბოლოს მილანელებმა ტურინელებს 4 გოლი 31 წლის...









