რომელ ლიგაშიც არ უნდა იყოს, „ზესტაფონი“ ყურადღებას იპყრობს. ეს ბრენდია. რამდენიმე ფაქტორია. არა მხოლოდ ორგზის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასები. კლუბს კარგი პირობები აქვს და მეტიც, ბალახის მოედნების მხრივ, საქართველოში საუკეთესოც კი. ლიგა 4-ისთვის ცოდოა… მითუმეტეს, ახლა კარგი გუნდიც შექმნეს. ნოსტალგიის ამბავიცაა. „ზესტაფონი“, „ამერი“, მათი დაპირისპირებები თასის ფინალებში და ჩემპიონატშიც. კლუბები სამომავლო ხედვით, პროფესიული მიდგომით და...
ვისზე ფიქრობს ბარტომეუ
„ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ RAC1-თან ინტერვიუში კლუბის შესაძლო ტრანსფერებზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ნეიმარის საკითხი პრობლემურია, ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებით სიტყვა ბანზე ააგდო, „ბრაგაში” მოთამაშე პორტუგალიელ ფრანსისკუ ტრინკაუსა და ლას პალმასელ ესპანელ პედრიზე კი იმედით ილაპარაკა. ლაუტარო მარტინესის 111 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვადა, რომელიც არგენტინელის კლუბმა „ინტერმა” დათქვა, იწურება. ბარტომეუს კომენტარი ასეთი იყო: „ტრანსფერებზე სეზონის...
ვარდები არ არიან?
მიკელ არტეტა გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ ედი ნკეტია მოედნიდან გააგდეს, ჯეიმი ვარდი კი არ დაუსჯიათ. „არსენალის” თავკაცმა ნკეტია მოედანზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად მეორე ტაიმის 21-ე წუთზე შეიყვანა, ოთხ წუთში კი 21 წლის თავდამსხმელი გააძევეს. ამ მომენტისთვის „მეთოფეები” 1:0-ს იგებდნენ. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ნკეტიას წითელი ბარათი იმიტომ აჩვენეს, რომ ჯეიმს ჯასტინთან ორთაბრძოლაში შესვლის წამი სწორად ვერ...
კონტრაქტი ნახევარ მილიარდად
ამერიკული ფეხბურთი იანკებისთვის მხოლოდ სპორტი არ არის. ამ სახეობის პოპულარობა და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინანსური მასშტაბები ნამდვილად კოსმიურია. „კანზას სიტი“ NFL-ის მოქმედი ჩემპიონია, მისი კვოტერბეკი პატრიკ მახოუმსი კი სუპერბოულის MVP გახდა. 24 წლის მახოუმსი ლიგაში სულ სამი წელია ბურთაობს, მაგრამ სპორტის ისტორიში ყველაზე მსუყე კონტრაქტი გაუფორმეს. მახოუმსი „კანზასში“ კიდევ 10 წელი იბურთავებს და ჯამში 503...
საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ
ბევრს ეცადა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, პსჟ-დან კილიან მბაპე გადაებირებინა, მაგრამ ბოლოს ცხადი გახდა, რომ პარიზელები სუპერვასკვლავს არ გაყიდიან და თავად ეცდებიან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას… არადა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე სულ ორი წელიწადი დარჩა. რა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს ფრანგულმა კლუბმა, რომ ზიდანის სურვილმა და ფლორენტინო პერესის ჯიბემ ერთად ვერ გადაწონოს? და აი, აქ უკვე გვარიანად...
გიორბელიძე მგელი გახდა
გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. „მგლებთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. ფეხბურთელი 26 ივლისამდე „დილაში“ დარჩება, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ავსტრიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
რას არ გაიგებ კაცი…
გრემ ჰანტერი გახლავთ ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი, მიმომხილველი, ესპანური ფეხბურთის სპეციალისტი, რომელსაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაერთი წიგნი აქვს დაწერილი „ბარსელონასა” თუ ესპანეთის ნაკრებზე, აღებული აქვს ვრცელი ინტერვიუები იბერიის ნახევარკუნძულზე მოღვაწე მწვრთნელებთან იოჰან კრუიფთან, ბობი რობსონთან, ფაბიო კაპელოსთან, ლუი ვან გაალთან და რადომირ ანტიჩთან. ჰანტერი ესპანური ფეხბურთით 1982 წლიდან მოხიბლა, როდესაც ჯერაც ახალგაზრდა შოტლანდიის ნაკრებს მსოფლიოს...
რა მშვენიერია ჩხუბი
„ტოტენჰემის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უგო ლორისისა და სონის გაწევ-გამოწევას მშვენიერი უწოდა. ჩრდილო ლონდონელთა ორი წამყვანი ფეხბურთელი „ევერტონთან” შეხვედრის დროს, პირველი ტაიმის ბოლოს წაეკიდნენ ერთმანეთს, გასაშველებლები გახდნენ. ეს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და შეგიძლიათ აქაც იხილოთ. „სფურზმა” „ევერტონს” 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ ყველა ელოდა, რომ მოურინიუ აღშფოთებული იქნებოდა, მაგრამ ხელთ აღფრთოვანებული პორტუგალიელი შერჩათ. მომხდარი ძალიან მოსწონებია. „განსაკუთრებულმა” თქვა:...
ლოკომოტივის ჭია
თბილისის „ლოკომოტივმა“ სოსო ფრუიძე გაუშვა და 3 საათში გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარა. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიყვანს მოედანზე. გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „ზესტაფონს“ მან ეროვნული ლიგა მოიგო,...
ერთი ქალაქის გმირი
ამ ბიჭზე სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით ვწერდით. ლაიტმოტივი ის იყო, რომ 33 წლის დიმიტრი პაიე ფრანგული „მარსელის“ ლიდერი და ქომაგთა უსაყვარლესი ფეზბურთელია. ახლა მარსელელებს პაიე ორმაგად უყვართ და ის, რაც მან გააკეთა, ქალაქში მთელი ღამით ზეიმის მიზეზი გახდა. დიმიტრის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა და წლიურად 6 მილიონ ევროს იღებდა....









