ბევრს ეცადა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, პსჟ-დან კილიან მბაპე გადაებირებინა, მაგრამ ბოლოს ცხადი გახდა, რომ პარიზელები სუპერვასკვლავს არ გაყიდიან და თავად ეცდებიან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას…არადა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე სულ ორი წელიწადი დარჩა. რა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს ფრანგულმა კლუბმა, რომ ზიდანის სურვილმა და ფლორენტინო პერესის ჯიბემ ერთად ვერ გადაწონოს?
და აი, აქ უკვე გვარიანად ნერვებმოშლილმა დონ ფლორენტინომ საკუთარი წაუგებელი სვლა გააკეთა – კილიან მბაპე 2022 წელს „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემთხვევაში ზღაპრული ხელფასის გარდა ერთჯერად ბონუსად 100 მილიონ ევროს მიიღებს.
საფეხბურთო ევროპას ამგვარი „წამახალისებელი“ გულუხვობა არ ახსოვს. პსჟ კი, თუ ყველაფერი ასე დასრულდა, ფეხბურთელში გროშსაც ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით გამართულ 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
