კონტრაქტი ნახევარ მილიარდად

Home კატეგორიის გარეშე კონტრაქტი ნახევარ მილიარდად
კონტრაქტი ნახევარ მილიარდად
Remembering how Chiefs QB Patrick Mahomes could've been a Ninerამერიკული ფეხბურთი იანკებისთვის მხოლოდ სპორტი არ არის. ამ სახეობის პოპულარობა და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინანსური მასშტაბები ნამდვილად კოსმიურია.
„კანზას სიტი“ NFL-ის მოქმედი ჩემპიონია, მისი კვოტერბეკი პატრიკ მახოუმსი კი სუპერბოულის MVP გახდა.
24 წლის მახოუმსი ლიგაში სულ სამი წელია ბურთაობს, მაგრამ სპორტის ისტორიში ყველაზე მსუყე კონტრაქტი გაუფორმეს. მახოუმსი „კანზასში“ კიდევ 10 წელი იბურთავებს და ჯამში 503 მილიონ დოლარს მიიღებს. დაგვეთანხმებით, სპორტის არც ერთი სახეობის სუპერვარსკვლავს ასეთი პირობები არც კი დასიზმრებია.
აქამდე ყველაზე მსხვილი კონტრაქტის პატრონი ბეისბოლისტი მაიკ ტრაუტი იყო – 430 მილიონი დოლარი.
No, Patrick Mahomes is not demanding KC Chiefs change name | The ...

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".