გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ცნობილმა ექიმმა, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოფარტმა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი განუკურნია მძიმე ტრავმებისგან, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბაიერნში“ მუშაობისას, ხოსეპ გვარდიოლა მის საქმეებში ერეოდა. „ვერაფრით ვეგუებოდი იმას, რომ ახალგაზრდა, წარმატებული მწვრთნელი, გვარდიოლა, სამედიცინო ჯგუფის მუშაობაში ერეოდა. მას მიაჩნდა, რომ უკეთ ესმოდა ეს სფერო. ახლანდელი ურთიერთობა? შევხვდით, ვილაპარაკეთ. ამით გაუგებრობა ამოიწურა. ერთმანეთს პატივს ვცემთ. მითხრა,...
კომისარი: ვაგრძელებთ!
ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კომისრის მოადგილე ბილი დეილი აცხადებს, რომ ლიგის ხელმძღვანელობა და პროფკავშირები სეზონის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. საამისოდ ორივე მხარის კოლექტიური შეთანხმების გაგრძელებაა საჭირო. თუ პროტოკოლი და შეთანხმება დაკმაყოფილებული იქნება, NHL-ის საწვრთნელი ბანაკი 13 ივლისს გაიღება. ამის შემდეგ გუნდები ორ ქლაქში გაემგზავრებიან, სადაც მატჩები ჩატარდება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ სეზონი ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყისში...
რიბერის სახლში ქურდები შევიდნენ
ფლორენციის „ფიორენტინას“ ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ქურდების მსხვერპლი გახდა. იტალიური მედიის ცნობით, უცნობი პირები 37 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც რიბერი „პარმასთან“ თამაშობდა. ზარალის მასშტაბი უცნობია. თავად რიბერიმ კი ამის შესახებ ფლორენციაში დაბრუნების შემდეგ შეიტყო. რიბერი 12-წლიანი მიუნხენური კარიერის შემდეგ ფლორენციაში შარშან გადავიდა. „ბაიერნისა“ და „ფიორენტინას“ გარდა ფრანკ რიბერის გუნდები იყო: „ბულონი“, „ალესი“, „ბრესტი“,...
სომხებმა ხახოლებს სამუდამო მიუსაჯეს
სომხურ ფეხბურთში აქამდე არნახულმა სკანდალმა ბომბივით იქუხა. მიზეზი გარიგებული მატჩები იყო, ბრალი კი ერთბაშად 58 ფუნქციონერს, მწვრთნელს, სპონსორს და ფეხბურთელს წაუყენეს… ყველა ეს პირი რანგით მეორე დივიზიონის კლუბების – „არაგაცის“, „მასისის“, „ტორპედოს“ და „ლოკომოტივის“ წარმომადგენელია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 58-დან 25(!) ეჭვმიტანილი უკრაინელია და არაოფიციალურად, საქმეს „ხახოლების საფეხბურთო მაფია“ დაარქვეს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა თითოეულ...
ლოკომოტივი მწვრთნელებს იცვლის
ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტურია გასული და თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივი“ ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა. შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი თბილისელთა მთავარ მწვრთნელად 30 მარტს დაინიშნა, მან ამ პოსტზე ლევან კორღალიძე შეცვალა. კორღალიძის თავკაცობით გაწვრთნილ „ლოკოს“ ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ხოლო ფრუიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი წააგო, ერთიც ფრედ...
კახური არომატით
13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება… ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც...
ბარსამ სეტიენის ხელში კარგად ითამაშა
„ბარსელონამ” „ვილიარეალს” 4:1 მოუგო და როგორც კატალონიაში წერენ, ჩემპიონობის იმედი კვლავ ჩაისახა, ოღონდ იმდენად შედეგებისა და სატურნირო მდგომარეობის არა, რამდენადაც თამაშის ხარისხის გამო. ამ დღეს „ბარსამ” უკვე იცოდა „რეალის” შედეგი. ბილბაოში 1:0 გამარჯვების შემდეგ „თეთრები” „ბლაუგრანას” რამდენიმე საათის განმავობაში 7 ქულით უსწრებდნენ. მაგრამ, ის ფეხბურთი, რომელიც „ბარსამ” „ვილიარეალთან” აჩვენა, მიმომხილველთა აზრით კიკე სეტიენის ხელში საუკეთესო...
ისევ რეალი, ისევ რამოსი, ისევ ჩივილი
„რეალმა” ისევ მოიგო; ისევ სერხიო რამოსის პენალტით. ესპანეთში, „ბარსელონას” მხარდამჭერმა მედიამ ისევ ჩივილი დაიწყო. მსაჯმა გონსალეს გონსალესმა პენალტი VAR-ის მითითებით დანიშნა. ანუ, ვიდეორეფერი რომ არა, არბიტრი ამ ეპიზოდს ალბათ შეუმჩნეველს დატოვებდა, მაგრამ მონიტორზე გადამოწმების შემდეგ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა: დანი გარსიამ მარსელო წააქცია. სერხიო რამოსმა მორიგი გოლი შეაგდო. კატალონიური პრესა კი ჩივის, რომ რამდენიმე წუთის...
მეთოდები დაგიძველდა, ლეო
რამდენიმე დღეა, საფეხბურთო ევროპა ერთსა და იმავე თემას სხვადასხვა ინტერპრეტაციით განიხილავს. კითხვა მარტივია: დატოვებს მესი „ბარსელონას“? ლეოს კონტრაქტს ვადა 12 თვის შემდეგ გასდის. ამ დროს არგენტინელი უკვე 34 წლის იქნება და სულ უფრო მცირდება ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობა. არადა, მესისთვის, რომელსაც უკვე ხუთი წელიწადია უმთავრესი ევროთასისთვის ხელი არ შეუვლია, ეს თემა იდეაფიქსად იქცა. „ბარსელონაში“ ოცნების...
აქვსენტი გიორგაძე დავით ზირაქაშვილმა შეცვალა
ფრანგული ტოპ 14-ის „ლა როშელის“ შერკინების მწვრთნელად, აქვსენტი გიორგაძის ნაცვლად დავით ზირაქაშვილი დაინიშნა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კვაჭი, 44 წლის გიორგაძე გუნდში 2012 წელს მივიდა, 2015 წლის ივლისში კი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ფილიპ სენ-ანდრეს მწვრთნელობის დროს, ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კვაჭებს ავარჯიშებდა. აქვსენტის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა მისი დატოვება გადაწყვიტა. მისი წასვლიდან მალევე...









