თვე: ივლისი 2020

Home 2020 ივლისი
ასიანი ჯეიმი ვარდი
ჩანაწერი

ასიანი ჯეიმი ვარდი

ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით. დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი;...

სანდროს ვარიანტები…
ჩანაწერი

სანდროს ვარიანტები…

საქართველოს ნაკრებისა და NCAA-სკლუბ „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე კი დადგა, მაგრამ მოვლენები, შესაძლოა, ისე განვითარდეს, რომ  სანდრომ კანდიდატურა ბოლო მომენტში მოხსნას და ერთი წლით ისევ კოლეჯთა ლიგაში დარჩეს… თუმც დიდია შანსიც, კარიერა NBA-ში გააგრძელოს. 21 წლის მამუკელაშვილი 211 სანტიმეტრის სიმაღლის ფორვარდია და 3 პოზიციაზე (მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი, ცენტრი) შეუძლია თამაში. ამერიკული...

პირველი გოლი ჯარიმიდან
ჩანაწერი

პირველი გოლი ჯარიმიდან

მას მერე, რაც „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოდან პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო საუცხოოდ შესრულებული დარტყმა ტურინულ დერბიში. „ბებერმა ქალბატონმა” „ტორინოს” 4:1 მოუგო. ევროპული მას-მედია წერს (და თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოზე დააკვირდეთ), რომ რონალდუმ ამჯერად მისთვის ჩვეულ ნატიფ დარტყმას ცოტა მეტი ტრაექტორია დაამატა, ასე ვთქვათ უფრო ჩაახვია, ვიდრე ჩვეულებრივ ახვევს ხოლმე. როგორც მოგახსენეთ, „იუვენტუსმა”...

პულიშიჩი აზარია?
ჩანაწერი

პულიშიჩი აზარია?

„ჩელსის” ამერიკელმა ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა კვლავ კარგად ითამაშა, რაც დასავლეთლონდონელთა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა ქებით აღნიშნა — „ლურჯებმა” „უოტფორდს” 3:0 მოუგეს და „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ რამდენიმესაათიანი ჩანაცვლების შემდეგ კვლავ ოთხეულს დაუბრუნდნენ. 21 წლის პულიშიჩმა პენალტი მოინადირა, მაგრამ მარტო ეს ერთი ეპიზოდი არ არის მთავარი — რაც covid 19-ით გამოწვეული უქმობა დასრულდა და სეზონი აღდგა, ამერიკელი „ჩელსის”...

ბუფონმა მალდინის პირველობა აართვა
ჩანაწერი

ბუფონმა მალდინის პირველობა აართვა

იტალიური სერია A-ს 30-ე ტურში ტურინის „იუვენტუსის“ კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა. „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩი 42 წლის მეკარისათვის 648-ე გახლდათ – ამდენჯერ უმაღლეს იტალიურ დივიზიონში მოედანზე სხვა არავინ გასულა. ჯიჯიმ ერთი მატჩით გადაასწრო ლეგენდარულ პაოლო მალდინის. ბუფონი კარიერის განმავლობაში „იუვენტუსის“ და „პარმას“ ღირსებას იცავდა. ცხრაჯერ აქვს მოგებული სკუდეტო, ხუთჯერ იტალიის თასი, ექვსჯერ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელაც...

კლოპი პენსიაში მიდის
ჩანაწერი

კლოპი პენსიაში მიდის

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად აქამდე დაუპყრობელი მწვერვალი დალაშქრა და დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც ირგუნებს. ასეთ დროს ერთობ მოულოდნელი იყო 53 წლის გერმანელის მხრიდან პენსიაზე საუბარი. „საკუთარ თავს სიბერეში მწვრთნელად ნამდვილად ვერ ვხედავ. როცა მწვრთნელობა დავიწყე, 33 წლის ვიყავი და ჩემ თავს ვუთხარი: „აჰა, შინაარსიანი და დატვირთული 25 წელიც დაიწყო.“ მას შემდეგ „მაინცში“ შვიდნახევარი...

გზა მშვიდობისა ლეროი
ჩანაწერი

გზა მშვიდობისა ლეროი

ილქაი გუინდოგანმა ლეროი სანეს „ტვიტერზე” გულთბილი სიტყვები დაუწერა — გერმანიის ნაკრების ეს ორი ფეხბურთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში”. ამიერიდან სანე „ბაირნის” ღირსებას დაიცავს. „შენ ჩემთვის ყოველთვის მეტი იყავი ვიდრე უბრალო თანაგუნდელი, — დაწერა გუინდოგანმა სოციალურ ქსელში, — მომენატრება ის დრო, როდესაც მოედანსა თუ მის გარეთ ერთად ვიყავით”. სანემ რეკორდმაისტერთან 2025 წლამდე გააფორმა...

ფერნანდეშმა და პოგბამ ერთმანეთი დაამტვრიეს
ჩანაწერი

ფერნანდეშმა და პოგბამ ერთმანეთი დაამტვრიეს

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” „ბორნმუთს” მასპინძლობს, მაგრამ დიდი შანსია ვერც ბრუნო ფერნანდეში ათამაშოს და ვერც პოლ პოგბა. ისინი ვარჯიშზე შეჯახებიან ერთმანეთს. უფრო ზუსტად, პოგბა შეეჯახა ფერნანდეშს. რასაკვირველია, შემთხვევით. როგორც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან იტყობინებიან, ორივე ფეხბურთელი კოჭლობდა. შემდეგ ისინი შესამოწმებლად კლინიკაში წაუყვანიათ. ფერნანდეშის მდგომარეობა უფრო ცუდი იყოო. ინგლისური მას-მედია ვერ გვეუბნება, თუ რამდენად მძიმეა ერთის ან მეორის...

მანჩესტერი გრიზმანს ითხოვს
ჩანაწერი

მანჩესტერი გრიზმანს ითხოვს

„ბარსელონას“ ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ამის წინაპირობაც არსებობს – ფრანგს „ბარსაში“ არ წყალობენ და მასში გადახდილი 120 მილიონი ევროს წყალში გადაყრილად მიაჩნიათ. ამ ყველაფერს მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობა დაემატა. ამბობენ, რომ დავარცხნილ-დალაგებული ურთიერთობა არც ლეო მესისთან აქვს. ესპანური მედიის ინფორმაციით, გრიზმანის შეძენით ორივე მანჩესტერული გუნდი – „სიტი“ და „იუნაიტედია“ დაინტერესებული. ინგლისელებმა...

ალკანტარა ლივერპულის გზაზე
ჩანაწერი

ალკანტარა ლივერპულის გზაზე

მიუნხენის „ბაიერნის“ ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა უახლოეს მომავალში  „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება. როგორც ირკვევა, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობასა და 29 წლის ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დასკვნით სტადიაზეა. ბავარიელები ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ. ბრიტანელებს კი თავის მხრივ, სატრანსფერო თანხის დაწევა სურთ. შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარასა და „ბაიერნს“ შორის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის...