Breaking News

ბუფონმა მალდინის პირველობა აართვა

buffon potrebbe avere un futuro da ct della nazionale, una volta ...იტალიური სერია A-ს 30-ე ტურში ტურინის „იუვენტუსის“ კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა. „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩი 42 წლის მეკარისათვის 648-ე გახლდათ – ამდენჯერ უმაღლეს იტალიურ დივიზიონში მოედანზე სხვა არავინ გასულა.
ჯიჯიმ ერთი მატჩით გადაასწრო ლეგენდარულ პაოლო მალდინის.
ბუფონი კარიერის განმავლობაში „იუვენტუსის“ და „პარმას“ ღირსებას იცავდა. ცხრაჯერ აქვს მოგებული სკუდეტო, ხუთჯერ იტალიის თასი, ექვსჯერ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელაც უეფას თასი. ამას გარდა, ბუფონი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონია.
ერთადერთზე წყდება გული ლეგენდად ქცეულ გოლკიპერს: ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია… თუმც შანსი ჯერ კიდევ აქვს…

გიორგი ნოზაძე

მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".