მიუნხენის „ბაიერნის“ ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა უახლოეს მომავალში „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება.
როგორც ირკვევა, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობასა და 29 წლის ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დასკვნით სტადიაზეა. ბავარიელები ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ. ბრიტანელებს კი თავის მხრივ, სატრანსფერო თანხის დაწევა სურთ.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარასა და „ბაიერნს“ შორის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში მთავრდება.
ალკანტარა, „ბარსელონას“ აღზრდილია, ხოლო „რეკორდმაისტერის“ რიგებში 2013 წლიდან გამოდის. ამ სეზონში ალკანტარამ მიუნხენური გრანდის მაისური 35 ჯერ მოირგო, გაიტანა 3 გოლი და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
