ილქაი გუინდოგანმა ლეროი სანეს „ტვიტერზე” გულთბილი სიტყვები დაუწერა — გერმანიის ნაკრების ეს ორი ფეხბურთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში”.
ამიერიდან სანე „ბაირნის” ღირსებას დაიცავს.
„შენ ჩემთვის ყოველთვის მეტი იყავი ვიდრე უბრალო თანაგუნდელი, — დაწერა გუინდოგანმა სოციალურ ქსელში, — მომენატრება ის დრო, როდესაც მოედანსა თუ მის გარეთ ერთად ვიყავით”.
სანემ რეკორდმაისტერთან 2025 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. გუინდოგანს იმედი აქვს, რომ მისი მეგობარი „ალიანს არენაზე” კარგად მოეწყობა.
„იმედი მაქვს, რომ მიუნხენში ისეთსავე მეგობრულ გარემოში მოხვდები, როგორც მანჩესტერში”, — დაწერა ნახევარმცველმა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
