ჭდე: ილქაი გუინდოგანი

Home ილქაი გუინდოგანი
მსაჯი მართალი იყო, არაუხო – მტყუანი
ჩანაწერი

მსაჯი მართალი იყო, არაუხო – მტყუანი

„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო (სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული) და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის 29-ე წუთზე დადგა, როდესაც რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მასპინძელთა მცველი რონალდ არაუხო გააგდო. უმცირესობაში დარჩენილმა ბარსელონელთა თავკაცმა ჩავიმ მიზანშეწონილად ლამინე იამაილის ინიგო მარტინესით შეცვლა ჩათვალა და თამაშმა ამის მერე იცვალა ნირი....

ლეგენდების პარადი
ჩანაწერი

ლეგენდების პარადი

ჯეკ გრილიში ლუდს შეექცეოდა, პეპ გვარდიოლა კი მსხვილ სიგარას აბოლებდა… „მანჩესტერ სიტიმ” ქალაქში ღია ავტობუსით ჩაიარა. პრემიერლიგის ჩემპიონს ქუჩებში ათეულობით ათასი გულშემატკივარი ესალმებოდა. პეპი და კომპანია ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდნენ ჩემპიონები. ტიტული მათ ოფიციალურად ბოლო ტურში, „ასტონ ვილასთან” დრამატულ საშინაო შეხვედრაში გაიფორმეს. 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. მანჩესტერის ქუჩებში ავტობუსით გამოსული ფეხბურთელები ფანებს შამპანურით...

მორიგი სიგიჟე პრემიერლიგისგან
ჩანაწერი

მორიგი სიგიჟე პრემიერლიგისგან

შაბათს პრემიერლიგამ მორიგი სიგიჟე მოაწყო. „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შეხვედრაში მე-5 წამატებული წუთი მიდიოდა, როდესაც დეიან კულუშევსკიმ მარჯვენა ფრთაზე, საჯარიმოსთან, ბურთი ფეხზე მორიგო და ჩააწოდა, სადაც ის ჰარი კეინი, რომლის ყიდვასაც გასულ ზაფხულში „სიტი“ ოთხჯერ ცდილობდა ახტა და თავით „სფურზის“ გამარჯვების გოლი ჩაჭედა — 3:2. კეინს კაილი უოქერი მეურვეობდა, მაგრამ ფორვარდმა, რომელზეც ამბობდნენ, რომ...

სიტი ყველას მუსრს ავლებს
ჩანაწერი

სიტი ყველას მუსრს ავლებს

„მანჩესტერ სიტის” წარმატება სწყურია. და მართალია, პეპ გვარდიოლას არ მოეწონა თავისი უკრაინელი მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ამასწინანდელი ნათქვამი, წლეულს ოთხივე მსხვილ შეჯიბრებაში უნდა გავიმარჯვოთო — გვარდიოლამ იცის, რომ სეზონის ყველაზე რთული და დამქანცველი პერიოდი სწორედ ახლა იწყება — „ქალაქელები” ჯერჯერობით მაინც მუსრს ავლებენ ყველასა და ყველაფერს. „სიტის” მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან” პირველ შეხვედრაში 2:0 ჰქონდა მოგებული და ბუდაპეშტში...

გუინდოგან über alles
ჩანაწერი

გუინდოგან über alles

„მანჩესტერ სიტიში” კვლავ ილქაი გუინდოგანმა გაიბრწყინა. თურქული წარმოშობის გერმანელმა, რომელიც იანვარში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, წინა ტურში, „ენფილდზე”, „ლივერპულს” ხომ გაუტანა ორი გოლი და წუხელ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთანაც” ორი შეაგდო. მიაქციეთ ყურადღება: „ქალაქელებმა” მიჯრით მოუგეს „ლივერპულსა” და „სფურზს”. პეპ გვარდიოლას გუნდი ჩინებულ ფორმაშია. „სიტიმ” „ტოტენჰემს” 3:0 აჯობა. ორ გოლზე უკვე მოგახსენეთ, ისინი გუინდოგანმა გაიტანა (ვიდეოში ყურადღება...

She Loves You — ბიტლზის ეპოქის დაბრუნება!
ჩანაწერი

She Loves You — ბიტლზის ეპოქის დაბრუნება!

აი, ამიტომ არის „მანჩესტერ სიტი” სულით ჩემპიონი! ფორმალურად, ჯერ არა, მაგრამ… გავა ცოტა ხანი და როგორც ჩანს ფორმალურადაც გახდება. დღეს ეს გუნდი საუცხოო ფორმაშია. როგორც „დეილი მეილი” ამბობს, „სიტი” ახლა ისე თამაშობს, რომ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დიდ ჩემპიონს უტოლდება. და მან გადამწყვეტ, პრინციპულ მატჩში „ლივერპულს” ისე მოუგო, რომ ყველა სეზონს შორის ყველაზე უცნაურში თავის...

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე
ჩანაწერი

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე

სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს. მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს...

გზა მშვიდობისა ლეროი
ჩანაწერი

გზა მშვიდობისა ლეროი

ილქაი გუინდოგანმა ლეროი სანეს „ტვიტერზე” გულთბილი სიტყვები დაუწერა — გერმანიის ნაკრების ეს ორი ფეხბურთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში”. ამიერიდან სანე „ბაირნის” ღირსებას დაიცავს. „შენ ჩემთვის ყოველთვის მეტი იყავი ვიდრე უბრალო თანაგუნდელი, — დაწერა გუინდოგანმა სოციალურ ქსელში, — მომენატრება ის დრო, როდესაც მოედანსა თუ მის გარეთ ერთად ვიყავით”. სანემ რეკორდმაისტერთან 2025 წლამდე გააფორმა...

სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი
ჩანაწერი

სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი

კვირას, „ოლდ ტრეფორდზე”, მანჩესტერული დერბი იყო, „იუნაიტედმა” „სიტის” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრის გმირად და ვარსკვლავად დაასახელეს მასპინძელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც ინგლისში ახალი გადასულია და ფანებს უკვე უყვართ, ქება და დიდება არ აკლია. „სიტისთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, ფერნანდეშმა, ცოცხალი კედლის თავს გადავლებული ეფექტური პასით ანტონი მარსიალს გაახსნევინა ანგარიში, ოღონდ, მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი...

გუინდოგანის სული სურთ
ჩანაწერი

გუინდოგანის სული სურთ

„ინტერს” ჯერ იყო და „რეალისგან” ლუკა მოდრიჩის შეძენა უნდოდა, შემდეგ კი „ბაიერნისგან” არტურო ვიდალის, მაგრამ ხორვატი მადრიდში დარჩა, ხოლო ჩილელი „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა მილანელები „მანჩესტერ სიტისგან” გერმანელი ილქაი გუინდოგანის გადაბირებას ცდილობენ. ცნობა იმის შესახებ, რომ „ნეროაძურის” 27 წლის ნახევარმცველის ყიდვა სურს „ტუტოსპორტმა” გაავრცელა. მოგეხსენებათ, „ინტერი” ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს და როგორც ჩანს გუნდს მოედნის...