გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პერუსა (25 მარტი) და ბელგიასთან (28 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ ფლიკის ეს გადაწვეტილება ადრევე ცნობილი იყო. მათთან შედარებით, მოულოდნელი იყო ლეროი სანეს ნაკრებს მიღმა დატოვება, თუმცა ბოლო პერიოდში სანეს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაშიც უჭირს მოხვედრა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა...
ჭდე: ლეროი სანე
ბაიერნს ასეთი ქომაგგობა არ სჭირდება
„ბაიერნის“ სპორტულმა“ დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა 25 წლის ფეხბურთელის ლეროი სანეს დასაცავად ხმა აიმაღლა. მან იმ ობსტრუქციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც სანეს გულშემატკივრებმა „კიოლნთან“ შეხვედრის მსვლელობისას მოუწყვეს. „ბაიერნმა“ „კიოლნს“ 3:2 მოუგო. სალიჰამიჯიჩი: „ეს, რასაკვირველია, ლეროის საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქომაგები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამხნევებდნენ. „ალიანს არენაზე“ ერთი სტვენაც არ...
როგორ დამარცხდა გამარჯვებული ბაიერნი…
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია....
ბაიერნმა იქ გააგრძელა, სადაც შეწყვიტა
„ბაიერნმა” ახალი სეზონის პირველივე შეხვედრაში გამოამჟღავნა, რომ ისევ ის „ბაიერნია”. გერმანიის ჩემპიონმა, თასის მფლობელმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სეზონს გახსნის დღეს „შალკეს” 8:0 გადაუარა. სერჟ გნაბრის, ლერუა სანესა და კომპანიას მოედანზე უპრობლემოდ გამოუვიდა ყველაფერი, რაც კი განიზრახა. „ამ გუნდს გამარჯვება კვლავ სწყურია, — თქვა ZDF-თან საუბრისას ახალ გუნდში პირველი თამაშის დაჭაშნიკების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან” ახალგადასულმა...
ფლიკის საფიქრალი და იმედი
ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო. სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს. 24 წლის გარემარბს უპირველეს...
გზა მშვიდობისა ლეროი
ილქაი გუინდოგანმა ლეროი სანეს „ტვიტერზე” გულთბილი სიტყვები დაუწერა — გერმანიის ნაკრების ეს ორი ფეხბურთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში”. ამიერიდან სანე „ბაირნის” ღირსებას დაიცავს. „შენ ჩემთვის ყოველთვის მეტი იყავი ვიდრე უბრალო თანაგუნდელი, — დაწერა გუინდოგანმა სოციალურ ქსელში, — მომენატრება ის დრო, როდესაც მოედანსა თუ მის გარეთ ერთად ვიყავით”. სანემ რეკორდმაისტერთან 2025 წლამდე გააფორმა...
თავნება სანჩო მზადაა გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს
„დორტმუნდის” ინგლისელი ყმაწვილი ჯეიდონ სანჩო თურმე მზად არის პეპ გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს და სამშობლოში დაბრუნდეს, რადგან ეშინია, რომ უცხოეთში გადახვეწილი, ინგლისში ყველას მიავიწყდება. ამრიგად, 20 წლის ფეხბურთელს ზაფხულზე ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში სურს გადასვლა. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ბევრს ლაპარაკობდენ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებაზე, მაგრამ ტრანსფერს წინააღმდეგობა შეხვდა და სანჩოს მეგობრებისთვის უთქვამს, იქნებ „სიტიში” მაინც დავბრუნდეო. „დორტმუნდის” მიერ...
კაი ბიჭი
„ლევერკუზენში“ კაი ჰავერცის დებიუტი 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბრემენის „ვერდერთან“ 2:1 მოგებული შეხვედრისას შედგა. მაშინ, ის 17 წლისა და 126 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ფარმაცევტების“ ფორმა მოირგო. ლევერკუზენელთა ტალანტმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, აქამდე არავინ ყოფილა, ამ ასაკში 35 გოლი გაეტანა. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის დიდებულ ფორმაში...
ჩვენი ოქრო ჩვენთან
პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. ინგლისური „სიტის“ 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი ლეროი სანე სამშობლოში ბრუნდება. მან უკვე შეათანხმა 5-წლიანი კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“. გერმანული კლუბის ბოსებმა ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა დასტური მისცეს გარიგებას და მზად არიან ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ სანეს ტრანსფერი ზაფხულში იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფეხბურთელი მაშინ მძიმედ დაშავდა და გარიგებაც ამად...
ლიოვ, შენი დედაც…
ერთ დღესაც, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იოაჰიმ ლიოვი ადგა და ნაკრებიდან სამი ლიდერი დაითხოვა – მათს ჰუმელსი, თომას მიულერი და ჯერომ ბოატენგი. მაშინ ეს თოფის გავარდნასავით იყო, მიზეზად კი ბუნდესმანშაფტის გაახალგაზრდავება დასახელდა. ეს არგუმენტი უცნაურად იმიტომაც ჩანს, რომ 29-30 წელი ფეხბურთელისთვის კარიერის საუკეთესო წლებია და ნაკრებშიც იმ მოთამაშეებს უნდა იძახებდნენ, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია....









