ჭდე: ლეროი სანე

Home ლეროი სანე
ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო
ჩანაწერი

ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო

გერმანული „შპორტ ბილდი” გაბრაზებულია. „დაუწერელი კანონია, როდესაც ფეხბურთელს ყიდი, აღარ უნდა ათამაშო, რადგან თუ ათამაშებ, ის შეიძლება დაშავდეს”, — წერს ჟურნალი, რომელიც ლეროი სანეს ტრავმას ეხმაურება. სანეს ყიდვაზე „ბაიერნი” მუშაობდა და მოლაპარაკებები კარგა შორსაც იყო წასული, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელი „ლივერპულის” წინააღმდეგ, ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ათამაშა, სადაც ის მე-13 წუთზევე დაშავდა და… ახლა...

ბაიერნის გეგმები
ჩანაწერი

ბაიერნის გეგმები

„ბაიერნი” ლეროი სანეს „მანჩესტერ სიტიდან” ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე მუშაობს. 23 წლის სანე პრემიერლიგაში გადასვლამდე „შალკეში” თამაშობდა. მაგრამ, იმ შემთხვევისთვის თუ სანეს გადაბირება არ გამოვა, „რეკორდმაისტერი” „ბ” გეგმას ამზადებს. „შპორტ ბილდის” ინფორმაციით „ალიანს არენაზე” „ბარსელონასგან” ფრანგი ოსმან დემბელეს გამოსყიდვაზე ფიქრობენ. დემბელე 22 წლისაა. ცნობილია, რომ ბავარიელთა ერთ-ერთი დიდი შეფი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, დემბელეს ბავშვობიდან აკვირდებოდა და ჯერ კიდევ 2016...

სიტი საუკეთესო გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში?
ჩანაწერი

სიტი საუკეთესო გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში?

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 2:0 მოიგო, ხოლო მანამდე „ტოტენჰემს” აჯობა 1:0. კატალონიელ მწვრთნელს თავისი ბიჭებისთვის სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ უთქვამს: „აი, ამიტომაც ხართ საუკეთესო გუნდი, რომელიც კი ამ ლიგას ოდესმე უნახავს”. ამ სიტყვების შემდეგ ფეხბურთელებს ლეროი სანეს სადიდებელი სიმღერა დაუცხიათ. სანემ, როგორც იცით, დერბიში...

განლაგება 1-1-1-1-3-3
ჩანაწერი

განლაგება 1-1-1-1-3-3

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის შემდეგ „იუნაიტედის ფეხბურთელები სოციალურ მედიაში გულშემატკივრებმა დაუნდობლად გააკრიტიკეს. იყო დაცინვაც, რისი მიზეზიც „ქალაქელი” ლეროი სანეს მიერ 66-ე წუთზე გატანილი გოლის დროს მასპინძელთა დაცვის ხაზის არაბუნებრივი განლაგება გახლდათ. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ოთხი მოთამაშე ნაცვლად იმისა, რომ კარის გასწვრივ განლაგებულიყო, ვერტიკალურად დადგა, რამაც ხალხს დაცვის ახალ ტაქტიკაზე ხუმრობის...

სანე და მაიერი ევროვიტრინაზე
ჩანაწერი

სანე და მაიერი ევროვიტრინაზე

დავიწყოთ, ლეროი სანეთი, რომელზეც ამბობენ, „იუვენტუსის” პატრონ ანდრეა ანიელის ძალიან მოსწონს და კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით ჯიბეშეთხელებული ფინანსურად წელში რომ გასწორდება, მის გადაბირებას შეეცდებაო. ეს ცნობა „კალჩომერკატომ” გაავრცელა. გერმანელი 22 წლისაა. ბოლო დროს, აქა-იქ დაიწერა, რომ მას „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ცოტა გაუფუჭდა და როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონი” სწორედ ამით აპირებს სარგებლობას. თუმცა, აქ...

სანემ გაიგო და გაუგო
ჩანაწერი

სანემ გაიგო და გაუგო

როგორ ახერხებენ გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად კეთილგანწყობის შენარჩუნებას? 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს ამბავს მოგახსენებთ, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ-წაყვანა სამშობლოში ბუნდესმანშაფტის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ ლიოვი სანეს ტოვებდა, გერმანიაში დიდი კამათი ატყდა. და აი, უჩვეულო ამბავი: ლეროი სანე თავად ამბობს, რომ მას ესმის, თუ რატომ...