პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 2:0 მოიგო, ხოლო მანამდე „ტოტენჰემს” აჯობა 1:0.
კატალონიელ მწვრთნელს თავისი ბიჭებისთვის სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ უთქვამს: „აი, ამიტომაც ხართ საუკეთესო გუნდი, რომელიც კი ამ ლიგას ოდესმე უნახავს”.
ამ სიტყვების შემდეგ ფეხბურთელებს ლეროი სანეს სადიდებელი სიმღერა დაუცხიათ. სანემ, როგორც იცით, დერბიში მეორე გოლი გაიტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ „სიტი” პრემიერლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა. ის, ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე, „ლივერპულს” (მერსისაიდელები დღეს „ჰადერსფილდს” მასპინძლობენ) ერთი ქულით უსწრებს.
„ჯერ ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი ბრძოლაა. არაფერია გადაწყვეტილი. დარჩენილ შეხვედრებს მოგება უნდა”, — თქვა გვარდიოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
