„ბარსელონამ” „ვილიარეალს” 4:1 მოუგო და როგორც კატალონიაში წერენ, ჩემპიონობის იმედი კვლავ ჩაისახა, ოღონდ იმდენად შედეგებისა და სატურნირო მდგომარეობის არა, რამდენადაც თამაშის ხარისხის გამო.
ამ დღეს „ბარსამ” უკვე იცოდა „რეალის” შედეგი. ბილბაოში 1:0 გამარჯვების შემდეგ „თეთრები” „ბლაუგრანას” რამდენიმე საათის განმავობაში 7 ქულით უსწრებდნენ.
მაგრამ, ის ფეხბურთი, რომელიც „ბარსამ” „ვილიარეალთან” აჩვენა, მიმომხილველთა აზრით კიკე სეტიენის ხელში საუკეთესო იყო. უკვე მესამე წუთზე, ჟორდი ალბას ჩაკიდებული ბურთი პაუ ტორესმა თავის კარში ჩაჭრა. ეს რომ არ მომხდარიყო, დიდი შანსი იყო გოლი ჩასაფრებულ ანტუან გრიზმანს შეეგდო.
მე-14 წუთზე, „ვილიარეალმა” კონტრშეტევით გაქვითა, გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა, მაგრამ მე-20 წუთზე ლეო მესისა და ლუის სუარესის პარტნიორობამ მორიგი შედეგი მოიტანა.
45-ე წუთზი კი მესიმ უკვე გრიზმანს დაუგორა და ფრანგმა, რომლის დაღმასვლისა და არგენტინელთან კონფლიქტის შესახებ ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, მეტოქის კარში ულამაზესი „პარაშუტი” ჩააგდო.
პირველი ტაიმი „ბარსას” შესრულებით მშვენიერი სანახავი გამოდგა. შესვენების შემდეგ კი იყო მესის გოლი, რომელიც VAR-მა არ ჩათვალა და თამაშის მიწურულს ანსუ ფატის მეოთხე. ბოლოს „ვილიარეალის” მეკარე სერხიო ასენხომ კიდევ ერთ მომენტში იხსნა კარი გოლისგან.
მატჩის შემდეგ ჟერარდ პიკემ თქვა: „ამ შეხვედრაში გამარჯვება საჩემპიონო ბრძოლისთვის იყო მნიშვნელოვანი. ჩვენთვის აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ამ სტილის ფეხბურთის თამაში. ამიერიდან ასე უნდა გავაგრძელოთ.
კიდევ, კარგი იყო ის, რომ ერთ-ერთი გოლი გრიზმანმა შეაგდო. ეს მას ფსიქოლოგიურად სჭირდებოდა.
ახლა, შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით. 9 ივლისს „ესპანიოლს” ვხვდებით”.
„რეალს” შემდეგი თამაში 10 ივლისს აქვს, შინ, „ალავესთან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
