კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ამოქმედებული წესი, რომელიც გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების უფლებას აძლევს, მომდევნო სეზონშიც გაგრძელდება.
უახლოეს მომავალში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, თუმცა ყველა ლიგა თავად იფიქრებს მიიღოს ეს წესი, თუ – არა.
IFAB-ის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ პაუზა, ჯერ კიდევ მიმდინარე ჩემპიონატებსა და ახალ სეზონს შორის ხანმოკლე იქნება. ფიქრობენ, რომ ფეხბურთელთა ჯანმრთელობა ასე უფრო დაცული იქნება.
შეგახსენებთ, ხუთი ცვლილების წესი მაისის დასაწყისში მოიფიქრეს იმ ტურნირებისთვის, რომელიც ამ ზაფხულშივე უნდა დასრულებულიყო. ეს სამწვრთნელო შტაბს საშუალებას აძლევდა ფეხბურთელების დატვირთვა შეემცირებინა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
