ვახშამი მოედნის კიდეზე

Home აქეთურ-იქითური ვახშამი მოედნის კიდეზე
ვახშამი მოედნის კიდეზე
ამსტერდამის „აიაქსის“ საშინაო „იოჰან კრუიფ არენაზე“ რესტორანი გაიხსნა. Langs de Lijn – ასე ეწოდება ამ ორიგინალურ პროექტს, რომელმაც პირველი სტუმრები 8 ივლისს მიიღო. მაგიდები პირდაპირ მოედნის კიდეზეა ჩალაგებული.
სტუმრებს ორ სხვადასხვა მენიუს სთავაზობენ, რომელთაგან თითოეულში სამი კერძი შედის. მომსახურების ღირებულება ერთ პერსონაზე 55-დან 100 ევრომდე მერყეობს და სტადიონზე ექსკურსიასაც ითვალისწინებს, გასახდელების დათვალიერების ჩათვლით. პროექტი აშკარად წარმატებული აღმოჩნდა. რესტორანი მსურველებს ვერ აუდის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეგზოტიკის გარდა ახალი ბიზნეს-პროექტი პანდემიის პირობებში ყველა შეზღუდვის (სოციალური დისტანციიდან დაწყებული) დაცვითაც სამაგალითოა. გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო – რესტორანი მცირედით, მაგრამ მაინც შეეხიდება ფინანსურ პრობლემებთან მებრძოლ „აიაქსს“.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".