ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთა. მიზეზი ფინანსური მაქინაციები იყო. „ქალაქელებმა“ აპელაცია სპორტულ არბიტრაჟში შეიტანეს და სასამართლო ორშაბათს, 13 ივლისს უნდა გაიმართოს, თუმცა უკვე გაჟონა ინფორმაციამ – „სიტი“ გამართლდება.
ამის იმედი აქვს მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასაც, რომელმაც „ბრაიტონთან“ სტუმრად 5:0 მოგებული მატჩის შემდეგ:
„ჩვენ შევასრულეთ ამოცანა – მათემატიკურად მოვიპოვეთ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში. ეს არის „სიტის“ მინიმალური მოთხოვნა და ფეხბურთელები ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ ამოცანას თავს მშვენივრად ართმევდნენ. ჩვენ ვიმსახურებთ ჩემპიონთა ლიგაში თამაშს, რადგან ეს დავამტკიცეთ მოედანზე. იმედის მაქვს, ორშაბათს უეფა ტურნირში მონაწილეობის უფლებას დაგვრთავს. გუნდი და ფეხბურთელები ამას იმსახურებენ“, – ამბობს „მან.სიტის“ თავკაცი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
