ზოგადად, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ პოლიტიკოსები არ ჩარეულიყვნენ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში. არ გამოდის. არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გამოდის. ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ მთლად უბედურებაა, როცა სპორტზე საუბარს ამ სფეროდან მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ადამიანები იწყებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პირველ ლეიბორისტზე მაქვს საუბარი.
შალვა ნათელაშვილი აპირებს, მიმართოს ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციებს, რათა მათ წევრობა შეუჩერონ ქართულ ფედერაციებს, რომლებიც თურმე ზონდერებისა და ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა ბუდეა, მათ კი კრიმინალი პოლიტიკოსები კურირებენ. ეს არა მხოლოდ შალვა ნათელაშვილის, არამედ ლეიბორისტული პარტიის სრული შემადგენლობის – მისი და გიორგი გუგავას ერთობლივი მოთხოვნა ყოფილა…ორი დღე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა და მივეცი ჩემს თავს უფლება. თუნდაც იმიტომ, რომ 15 წლის წინ საფეხბურთო თემაზე ინტერვიუ მაქვს მისგან აღებული. ფეხბურთთან და ზოგადად სპორტთან რომ მწყრალად არის, წინასწარ გამაფრთხილეს, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჰოდა, ახლა მისთვის უღრანი ტყე რომ არის, იმ თემებში რატომ უნდა შეიჭრას კაცი? ერზე და მამულზე ჭმუნვის გამო ითხოვ საერთაშორისო იზოლაციას თუ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ლეიბორისტული პარტბილეთის მქონე სპორტსმენები დაუშვან?
რატომ არ უნდა გაზომო წინასწარ, რომ ასეთი განცხადების შემდეგ სპორტულ სამყაროში რეიტინგს თავად ინულებ? ასეთი განცხადებებით ქვეყანას მტრობთ…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
