Breaking News

Day: June 25, 2020

მონაკო დაიცალა

კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიდო ინფორმაცია, რომ „მონაკოს“ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დატოვებს. წამსვლელთა შორის ორი მეკარეა. დიეგო ბენალიოს და სეიდუ სის კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდიან, ისევე როგორც ნახევარმცველი მუსა სილა. კიდევ სამი ფეხბურთელი საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კლუბებს უბრუნდება. ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო ლონდონურ „ჩელსის“ ეკუთვნის, კიდევ ერთი ნახევარმცველი ადრიენ სილვა…

Read more

Adria Tour – ახალი კორონა ბომბი

ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩს ეპიდემიოლოგიური ბომბი უწოდეს. მასშტაბებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არანაკლები მოხდა საჩობურთო ტურნირ Adria Tour-ზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით ჩატარდა. დაავადებულთა რიცხვს ერთ-ერთი ხორვატული ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტი მირნა ზიდარიჩი შეემატა. ზადარში გამართულ ტურნირზე ჟურნალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც კორონაზე ტესტი გაიარა და დადებითი პასუხი მიიღო. მოკლედ, Adria…

Read more

15 წლის მესი

მართლაც ძალიან მაგარი ბიჭობა უნდა, ამ ასაკში ლეო მესის რომ შეგადარონ. „მალიორკელ“ ლუკა რომეროს ამაში არგენტინელობაც უწყობს ხელს და ასაკისთვის შეუფერებლად გააზრებული ფეხბურთიც. ლუკა ჩინებული დრიბლიორია და ცაციათი კარგად დაყენებული დარტყმაც აქვს. სერიოზულად გაუმართლა რომეროს. გასული ტურის შეხვედრაში მწვრთნელს იძულებითი ცვლილება დასჭირდა და უკვე მე-12 წუთზე ლუკა მოედანზე შეუშვა. ეს მისი დებიუტი იყო ლა ლიგაში….

Read more

მბაპეს არანორმალური ფასი

„ლივერპული“ არანორმალურ შეთავაზებას გაუკეთებს „პარი სენ-ჟერმენს“ – სადიო მანე და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი კილიამ მბაპეს სანაცვლოდ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. რა არის არანორმალური? ის, რომ თავად მანე 150 მილიონი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის გადასახდელად მზად მადრიდის „რეალი“ და ზემოთ ნახსენები პსჟ არიან. ამ გაცვლას საფუძვლად ისიც უდევს, რომ მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას…

Read more

ოჯახს ლოს-ანჯელესი არ აწყობს

კობი ბრაიანტის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – კობის ქვრივი, ვანესა ბრაინტი ვერტმფრენების კომპანია Island Express Helicopters-სგან კომპენსაციის სახით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ითხოვს. არა ზობაიანი კი ის პილოტია, რომელიც კობი ბრაინტის პირად ვერტმფრენს ტრაგედიისას  მართავდა. ჰოდა, მომჩივანის აზრით, კომპანიისგან შერჩეულმა პილოტმა ვერტმფრენის მართვის დროს შეცდომა დაუშვა, რამაც 9 ადამიანის, მათ შორის კობისა და მისი…

Read more

ქართველები ბურჯებში

ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს: ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14…

Read more

დისკვალიფიკაცია მკრეხელობის გამო

ესეც კორონავირუსი და ცარიელი ტრიბუნები… გამაყრუებელ ხმაურში თამაშს მიჩვეულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ავიწყდებათ, რომ ცარიელ სტადიონებს საოცარი აკუსტიკა აქვთ. თითოეული გადაძახილი ტელემაყურებლამდე მიდის და არამხოლოდ. „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინის და მცველ მარტინ კასერესს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. სადისციპლინო კომისიამ ჩათვალა, რომ „ბრეშასთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის მსვლელობისას მათ ემოციურ ნიადაგზე რამდენჯერმე მკრეხელური ფრაზები წამოიძახეს. ფრაზები გაშიფრულია, მაგრამ…

Read more

ლისაბონი შეზღუდვებში დაბრუნდა

ეუფამ ერთი კვირის წინ ძლივს მოაბა თავი ჩემპიონთა ლიგის დასრულების გადაწყვეტილების მიღებასს და უკვე, შესაძლოა, მისი გადახედვა მოუხდეს. საქმე ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ 12-23 აგვისტოს ლისაბონში უნდა გაიმართოს. სტადიონებიც შერჩეულია – „და ლუჟი“ და „ჟოზე ალვალადე,“ თუმცა პორტუგალიაში ბოლო დღეებში პორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით – ლისაბონში. შედეგად, ხელისუფლებამ ქვეყანაში…

Read more

ბარსელონაში კვლავ მსაჯობაზე ლაპარაკობენ

ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0. შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას”…

Read more

შამპანური გახსნის პირასაა

კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და კარანტინის წესებიც კვლავინდებურად ძალაშია, ამიტომ „ლივერპულის” ფეხბურთელები ისე, როგორც 2016-ში ლესტერელები, რომელიმე თანაგუნდელის სახლში ვერ შეიკრიბებიან და გახსნის პირას მიყვანილი შამპანურით ერთად ვერ დაელოდებიან კონკურენტი გუნდის შედეგს, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიძლება გაირკვეს: „მანჩესტერ სიტი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშება. თუ „სიტი” დასავლეთლონდონელებს ვერ დაამარცხებს, „ლივერპული” 30 წლიანი ხელმოცარვის შემდეგ კვლავ ინგლისის…

Read more