მართლაც ძალიან მაგარი ბიჭობა უნდა, ამ ასაკში ლეო მესის რომ შეგადარონ. „მალიორკელ“ ლუკა რომეროს ამაში არგენტინელობაც უწყობს ხელს და ასაკისთვის შეუფერებლად გააზრებული ფეხბურთიც. ლუკა ჩინებული დრიბლიორია და ცაციათი კარგად დაყენებული დარტყმაც აქვს. სერიოზულად გაუმართლა რომეროს. გასული ტურის შეხვედრაში მწვრთნელს იძულებითი ცვლილება დასჭირდა და უკვე მე-12 წუთზე ლუკა მოედანზე შეუშვა. ეს მისი დებიუტი იყო ლა ლიგაში….
ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0. შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას”…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes