Breaking News

ფაბინიო

ალექსის სანჩესი ტყუილად გაუგდიათ

CBS-ისა და BT-ს ექსპერტებმა ერთხმად დაადგინეს, რომ „ლივერპულისა“ და „ინტერის“ შეხვედრაში, რომელიც იტალიურმა გუნდმა ლაუტარო მარტინესის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო, ალექსის სანჩესი მოედნიდან არ უნდა გაეგდოთ. სანჩესმა მეორე ყვითელი 63-ე წუთზე იმ დანაშაულისთვის მიიღო, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე ხედავთ. ორი შეხვედრის ჯამში „ლივერპულმა“ 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ჩილელმა ვეტერანმა პირველი…

Read more

პენალტი კი საეჭვო იყო

ახლა პრემიერლიგა დაისვენებს. შემდეგი ტური 8 თებერვალსაა. ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც სანერვიულოდ არ აქვს საქმე — მდევარ „ლივერპულს“ 9 ქულით უსწრებს. თავის მხრივ „ლივერპულიც“ კმაყოფილია: გუშინ, „კრისტალ პალასთან“  3:1 გაიმარჯვა, პლუს შეხვედრა აქვს მარაგში. „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება „ჩელსი“, რომელმაც წუხელ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 2:0 მოგებით პოზიცია გაიმყარა, თუმცა მერსისაიდელებზე ორი, ხოლო „სიტიზე“ ერთი თამაშით მეტი…

Read more

შედეგი კარგია, თამაში – ჯერ არა.

„ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ 3:0 მოუგო. ეს იყო ძალიან საჭირო შედეგი, მაგრამ არ იყო ის თამაში, რომელიც მერსისაიდელებს „მანჩესტერ სიტის“ გაუტოლებს. ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „წითლებს“ პეპ გვარდიოლას გუნდის დასაწევად სეზონის დარჩენილ პერიოდში თითქმის იდეალური ფეხბურთის თამაში დასჭირდებათ. „სიტი“ ხომ ის გუნდია, რომელმაც ზედიზედ 12 თამაში მოიგო და მისი „ტახტიდან ჩამოგდება“ იოლი საქმე არ არის. თუმცა ისიცაა,…

Read more

ბარნლიმ ლივერპულს წერტილი დაუსვა

რა ცუდია ყველაფერი დაკეტილი რომ არის, ეშლი ბარნსი გინდა მანჩესტერის და გინდა ლესტერის ნებისმიერ პაბში შევიდოდა, გემრიელად გამოთვრებოდა და პენის არავინ გადაახდევინებდაო. გუშინ ბარნსმა, „ენფილდზე”, გაიტანა გოლი, რომელმაც ამ სტადიონზე, „ლივერპულის” წაუგებელ სვლას 68 მატჩზე დაუსვა წერტილი და ზოგი მიმომხილველის აზრით, მერსისაიდელთა გუნდში ბზარები გააფართოვა. „ბარნლიმ” „ლივერპულს” ლივერპულში მოუგო 1:0. შედეგად, ცხრილის ორივე ბოლოში მდგომარეობა…

Read more

წითლების თავზე შავი დროშა ფრიალებს

ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა…

Read more

ლივერპულმა ტიტულისკენ გასწია, ქურდმა ბიჭმა ჩემოდანი ასწია

როდესაც ფაბინიო პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა, ფორმბიში მის სახლს ქურდები აცარიელებდნენ. ბრაზილიელი ნახევარმცველი შინ არ იყო ოთხშაბათ შუადღის 3 საათიდან, ხუთშაბათის ღამის 4 საათამდე და ბოროტმოქმედემა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდნენ. სავარაუდოდ ქურდები ფაბინიოს სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ „ენფილდ როუდზე” იყო. იმ საღამოს „ლივერპულმა” „ჩელსის” მოუგო 5:3 და შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფი…

Read more

შამპანური გახსნის პირასაა

კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და კარანტინის წესებიც კვლავინდებურად ძალაშია, ამიტომ „ლივერპულის” ფეხბურთელები ისე, როგორც 2016-ში ლესტერელები, რომელიმე თანაგუნდელის სახლში ვერ შეიკრიბებიან და გახსნის პირას მიყვანილი შამპანურით ერთად ვერ დაელოდებიან კონკურენტი გუნდის შედეგს, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიძლება გაირკვეს: „მანჩესტერ სიტი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშება. თუ „სიტი” დასავლეთლონდონელებს ვერ დაამარცხებს, „ლივერპული” 30 წლიანი ხელმოცარვის შემდეგ კვლავ ინგლისის…

Read more

რონალდუმ გვერდი წაშალა

ცნობილ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშის მისი კლიენტებისგან სიმბოლური ნაკრების გაკეთება სთხოვესმ რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: ედერსონი, პაულისტა, სემედო, ფაბინიო, დი მარია… ცხადია, სიმბოლურში მოხვდა მენდეშის ყველაზე ვარსკვლავური კლიენტი კრიშტიანუ რონალდუ. მის სატრანსფერო ღირებულებად 75 მილიონი ევრო მიუთითეს. თუმცა, სიმბოლურში მოხვდა მასზე უფრო ძვირად შეფასებული ფეხბურთელიც: ბერნარდო სილვას სამომავლო ტრანსფერი 100 მილიონი ევრო ყოფილა. რონალდუ…

Read more

ფრე ცუდია, ფაბინიოს ტრავმა — უარესი

ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლისთან” 1:1-ის შემდეგ, „ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპს საწუხარი გამოუჩნდა — ფაბინიო დაუშავდა და გერმანელი შიშობს, რომ ბრაზილიელის გამოკლებამ მისი გუნდი შეიძლება უკან დაწიოს. ფაბინიო მე-19 წუთზე ჟორჟინიო ვინალდუმმა შეცვალა. წინ კი დატვირთული კალენდარია — პრემიერლიგა, მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა „მონაკოს” ყოფილი ვარსკვლავის გარეშე იოლად ვერ ჩაივლის. კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ახლა ზალცბურგთან…

Read more