როდესაც ფაბინიო პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა, ფორმბიში მის სახლს ქურდები აცარიელებდნენ. ბრაზილიელი ნახევარმცველი შინ არ იყო ოთხშაბათ შუადღის 3 საათიდან, ხუთშაბათის ღამის 4 საათამდე და ბოროტმოქმედემა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდნენ.
სავარაუდოდ ქურდები ფაბინიოს სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ „ენფილდ როუდზე” იყო. იმ საღამოს „ლივერპულმა” „ჩელსის” მოუგო 5:3 და შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფი ნათესავებისა და მეგობრების მცირე ჯგუფთან ერთად 30 წლის ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. სტადიონს გადაღმა, ქუჩებში კი ამასობაში ფანები გუგუნებდნენ.
ფაბინიოს სახლიდან წაიღეს სამკაულები და გაიტაცეს „აუდი RS6″, რომელიც შემდეგ სადღაც უიგანის შორიახლოს მიგდებული იპოვნეს.
ფეხბურთელმა გაქურდვის ამბავი შინ დაბრუნების შემდეგღა აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ფაბინიო პირველი ლივერპულელი არ არის, რომლის სახლიც გაქურდეს, სანამ ის ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული. 2019 წელს იგივე ბედი ეწია სადიო მანეს, როდესაც სენეგალელი „ბაიერნთან” თამაშით იყო დაკავებული.
მანამდე ქურდები „სტუმრობდნენ” დეიან ლოვერნს, რობერტო ფირმინოს, პეპე რეინას, დანიელ აგერს და ირჟი დუდეკს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 07:14პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
სიახლეები15/10/2026 | 08:35ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი – თვალის გადავლება
მთავარი ამბავი15/10/2026 | 06:57კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა
სიახლეები14/10/2026 | 09:44ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება
