წელი: 2019

Home 2019
ჰუი და მოურინიუ
ჩანაწერი

ჰუი და მოურინიუ

ჩინური ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი კაცი ყოფილა კა იან ჰუი, რომლმაც ჟოზე მოურინიუს „გუანგჟუ ევერგრანდისა” და ქვეყნის ეროვნული გუნდის სათავეში ჩადგომა შესთავაზა. არ იფიქროთ, რომ ლაპარაკია მწვრთნელთან წარმომადგენლის მიგზავნაზე ან ნიადაგის მოსასინჯ სატელეფონო ზარზე. talkSPORT-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნაჩვენებია თუ როგორ ხვდებიან ერთმანეთს ჰუი და „განსაკუთრებული”. კა იან ჰუი ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია. სხვათა შორის, „სანი” ჩვენს...

საით კავ?
ჩანაწერი

საით კავ?

ისტორიაში პირველად „ტორონტო“ გააჩემპიონა. ლეგენდებს გვერდით დაუდგა და იმ დიადებს შეუერთდა, ფინალების MVP-ის წოდება ორ სხვადსხვა გუნდში რომ მოიპოვეს. ორი საჩემპიონო ბეჭედი „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოში“ და ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელი NBA-ში. ეს კავაი ლეონარდი გახლავთ. ის თავისუფალი აგენტია. კანადელები მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ, ლოს ანჯელესურ გუნდებს კი ვერ აჩერებენ, „კლიპერსი“ და „ლეიკერსი“ ამ ვარსკვლავის ხელში...

რატომ კლავთ?!
ჩანაწერი

რატომ კლავთ?!

გული მწყდება ხოლმე. ეგ არის და ეგ, თორემ ყველა თავადაა საკუთარი ბედის პატრონი. ნუ, თუ მთლად თავად არა, უნიჭო მენეჯერი მამა ან ბიძა, ან ძალიან ნიჭიერი აგენტი, რომელიც სერიოზულ ფულს აკეთებს, მაგრამ მისი კლიენტები კალინინგრადს, ვერ გასცდნენ. გვარები ჩამოვთვალოთ, რამდენი სუპერტალანტი დაღუპეს დღევანდელ კვერცხზე დახარბებულმა ოჯახის წევრებმა?! რით ვერ გაძეხით, ხალხო?! მიეცით ამ ბიჭებს დიდი...

მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს
ჩანაწერი

მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის პროცესშიაო, თქვა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ. ეს „წასვლის პროცესი” კი „რეალის” აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს. ინგლისური „ექსპრესი” წერს, რომ 2016 წელს „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნების შემდეგ, პოგბა წვალობს და ლაზათიანად ვერ ათამაშებულა. დადის ხმა, რომ „ბებერი ქალბატონი” მსოფლიოს ჩემპიონის კვლავ გადაბირებაზე არ იტყოდა უარს, მაგრამ ვაჭრობაში ტურინელებზე მეტად თურმე...

გული და გონება
ჩანაწერი

გული და გონება

დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი ეპოქა. საქართველოში, ნაცრისფერ ოთხმოცდაათიანებში და შემდეგ წლებშიც ის უამრავი ბავშვის, მოზარდის თუ ზრდასრული ქომაგის კერპი იყო – არიენ რობენი ფეხბურთიდან წავიდა. 35 წლის რობენმა კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა. მიუნხენურ გრანდთან ერთად 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო რეკორდმაისტერის რიგებში ვერცხლის სასალათე 8-ჯერ აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნში“ ყოფნის...

77 -ე ბუფონი
ჩანაწერი

77 -ე ბუფონი

შესალოა, ეს წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენაა. არა სპორტული, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით მაინც. 41 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ისევ „იუვენტუსის“ წევრია. განშორება სულ ერთწლიანი იყო და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ პსჟ-თან ერთად საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ჯიჯის აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მომავალ სეზონში ჯიჯი პოლინელი ვოიცეხ შჩესნის შემცვლელი იქნება....

იცნობთ ირბაჰიმოვიჩს?
ჩანაწერი

იცნობთ ირბაჰიმოვიჩს?

შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკულ MLS–ში თითქმის პირადად მოიგო მატჩი. „ლოს ანჯელეს გალაქსიმ“ ტორონტოს 2:0 სძლია, იბრამ კი დუბლი შეასრულა. ისე, ერთი უცნაური შემთხვევაც. 38 წლის ვარსკვლავს მაისურზე გვარი არასწორად ეწერა. IRBAHIMOVIC.კლუბის Twitter–ში ერთმა პიროვნებამ ხუმრობით დაწერა: „ვიღაც შვედმა ახალწვეულმა დუბლი შეასრულა“. კიდევ იყო ასეთი: „შეიძლება, იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერში“ წავიყვანოთ? თქვენ კი გყავდეთ ირბაჰიმოვიჩი“.  

დინამო თავშია
ჩანაწერი

დინამო თავშია

სანამ საზაფხულო პაუზა გამოცხადდება, ეროვნულ ლიგაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ამ სეზონში პირველად გალიდერდა თბილისის „დინამო.“ მანამდე „ლოკომოტივს,“ „ტორპედოს,“ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ეპირველათ, ახლა კი, მინიმუმ ერთი თვით, ცხრილის სათავეში თბილისის დინამოელები იქნებიან. ტურის მთავარი მატჩი სწორედ „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისელებმა ბათუმელებს უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს. მასპინძლები ადრეული გოლით დაწინაურდნენ. უკვე მე-4 წუთზე, გიორგი...

კოკუმ ლამპარდი შეცვალა
ჩანაწერი

კოკუმ ლამპარდი შეცვალა

ფრენკ ლამპარდმა ორი დღის წინ მშობლიური „ჩელსი“ ჩაიბარა, „დერბი“ კი თავკაცის გარეშე დარჩა. არადა, ლამპარდს წარმატებული სეზონი ჰქონდა… გუნდი ფლეი ოფში გაიყვანა და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო „ასტონ ვილასთან“. მის ნაცვლად ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დანიშნეს. ჰოლანდიელის თქმით, ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს გუნდს და ფანებს. კოკუ შარშანდელი ოქტომბრიდან უქმობდა, როცა თურქული „ფენერბახჩედან“ გაუშვეს.

სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი
ჩანაწერი

სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი

ბერნარდ ტომიჩი უიმბლდონს სტარტზევე გამოეთიშა. მოულოდნელი ამბავი მოხდაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. აშკარაა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში საქმეს ზერელედ უდგება, კორტზე თითქოს ნაძალადევად დგას. ტომიჩმა ჟო ვილფრიდ ცონგასთან 58 წუთში წააგო და ამის გამო ორგანიზატორთა გულისწყრომაც გამოიწვია. როგორც ვთქვით, ბერნარდ ტომიჩის მარცხს სენსაციად ვერ მოვნათლავთ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფანოს ციციპასის და ალექსანდრე ზვერევის პირველივე წრიდან გავრდნაზე....