დინამო თავშია

Home დავთარი დინამო თავშია
დინამო თავშია
ბადრი კეთილაძის ფოტო

სანამ საზაფხულო პაუზა გამოცხადდება, ეროვნულ ლიგაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ამ სეზონში პირველად გალიდერდა თბილისის „დინამო.“ მანამდე „ლოკომოტივს,“ „ტორპედოს,“ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ეპირველათ, ახლა კი, მინიმუმ ერთი თვით, ცხრილის სათავეში თბილისის დინამოელები იქნებიან.

ტურის მთავარი მატჩი სწორედ „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისელებმა ბათუმელებს უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს.

მასპინძლები ადრეული გოლით დაწინაურდნენ. უკვე მე-4 წუთზე, გიორგი პაპავამ გაიტანა. 26-ზე  ბათუმელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა.

თბილისელებმა მაინც იძალეს. 82-ე წუთზე ლევან კუტალიამ გამარჯვებისა შეაგდო.

დინამოელებმა ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგეს ეროვნულ ლიგაში. მათ ბედზე „საბურთალომ“ აუტსაიდერ „რუსთავთან“ დაკარგა ქულები (2:2) და „დინამო“ გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო „დილამ.“ შიდაქართლელებმა ქვემოქართლელები 2:0 დაამარცხეს. ისევ გაიტანა გურამ გოშთელიანმა. ექსსაბურთალოელი აშკარად მოუხდა გორელებს. თითქმის ყოველ ტურში გააქვს.

ახლა ელიგაში 2 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა.

ტორპედო 0:2 ლოკომოტივი

0:1 გვალია (710, 0:2 სიხარულიძე (86)

ვიტ ჯორჯია 0:0 ჩიხურა

 საბურთალო 2:2 რუსთავი

0:1, 0:2 ქოჩლაძე (17, 39), 1:2, 2:2 დიასამიძე (45+2, 74)

დილა 2:0 სიონი

1:0 ფორტესი (44 პენ), 2:0 გოშთელიანი (90+1)

დინამო 2:1 ბათუმი

1:0 პაპავა (4), 1:1 ფლამარიონი (26), 2:1 კუტალია (82)

სატურნირო მდგომარეობა

[table id=33 /]

2 აგვისტო: სიონი – ვიტ ჯორჯია

3 აგვისტო: რუსთავი – ჩიხურა, ლოკომოტივი – დინამო

4 აგვისტო: ბათუმი – დილა, საბურთალო – ტორპედო

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – 13, ლევან შენგელია (დინამო) – 11

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.