ავსტრალიელი ნიკ კირიოსი სრულიად საჩოგბურთო სამყაროს პრობლემად იქცა. არბიტრებთან და მეტოქეებთან მისმა კონფლიქტებმა დაუსრულებელი სახე მიიღო. უიმბლდონის მეორე წრის შეხვედრაში კირიოსმა განზრახ დაუმიზნა რაფაელ ნადალს ბურთი და მკერდში გაარტყა. წარმოიდგინეთ, რამდენად მტკივნეულია ასეთი დარტყმა. მეორედაც სცადა, მაგრამ ააცილა. კირიოსს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია: „რამდენი სლემი აქვს მოგებული ამ ბიჭს და რამდენი ფული ნაშოვნი? როგორმე ერთ...
წელი: 2019
მონაკოს სრული ჟარდიმიზაცია
ლეონარდო ჟარდიმს ლეონარდო ჟარდიმი ყველას რომ ერჩივნოს, ამაში გასაკვირი არაფერია. ჰოდა, ამიტომაც უნდა ამ ზაფხულს მისი შეძენა. განმარტება: „მონაკოს” მწვრთნელს პორტუგალიური „რიუ ავეს” ბრაზილიელი მეკარის ყიდვა სურს. ლეონარდო ჟარდიმი-მეკარე ან თუ გნებავთ, უბრალოდ ლეო, 24 წლის არის. ის „გრემიოს” ეკუთვნოდა, „რიუ ავეში” კი იჯარით თამაშობდა. 1 ივლისს პორტუგალიურმა კლუბმა აქამდე გადახდილ იჯარის თანხას 1 მილიონი...
სიახლე ფეხბურთის წესებში
ფეხბურთის წესებში ახლახანს შესული ცვლილების თანახმად, როცა ლეო მესი საჯარიმოს ასრულებს, ცოცხალი კედლის უკან ვერგატანისთვის ლოცვა ნებადართულია. ფოტოზე აღბეჭდილი ბრაზილიელი დანი ალვეში ოსტატურად იყენებს ახალ წესს.
ორმეტრიანი კარიერა
ერნსტ ლოოფი უგამოჩენილესი გერმანელი ინჟინერია. თავის დროზე BMW- ში წამყვანი სპეციალისტი იყო და ლეგენდარული 328-ე მოდელის შემქმნელია. ამ მანქანამ ასზე მეტი რბოლა მოიგო. მათ შორის „ლე მანის 24 საათი“ და პირადად მისი პილოტობით „ბრეშიის 1000 კმ.“ მეტისმეტად თავდაჯერებულმა გენიოსმა საკუთარი ფირმა „ვერიტასი“ შექმნა და ფორმულა 1-ში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა. გერმანიის გრან-პრიზე ლოოფი თავად დაჯდა საჭესთან...
ბაჩოს გოლფი
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2 ივლისს „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედნებზე მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2019“ გაიმართა. ტურნირი სპორტული ჟურნალისტების მონაწილეობით, საქართველოს გოლფის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებისა და რეგლამენტის გათვალისწინებით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად, კაცებსა და ქალებს შორის. ვაჟთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ლაშა რამაზაშვილმა, ვერცხლის მედალი ზვიად შათირიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო მესამე...
ლამპარდი შინ დაბრუნდა
ფრენკ ლამპარდი ის კაცია, „ჩელსისთან“ ერთად ყველა საფეხბურთო მწვერვალზე რომ ავიდა. ბევრ კარგ ფეხბურთელს უბურთავია „სტემფორდ ბრიჯზე“, მაგრამ იმ ეპოქის არისტოკრატებს ორი უპირობო ლიდერი ჰყავდათ – ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი. სწორედ მათ აქციეს „ჩელსი“ ხუთი ევროკლუბიდან ერთ-ერთად, ვისაც უეფას სამივე მთავარი თასი აქვს მოგებული. ჰოდა, ფრენკ ლამპარდი „სტემფორდ ბრიჯზე“ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ფრენკი ემოციებს...
ვან დეიკი კანავაროს და კაიზერ ფრანცის შემდეგ …
იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო დღემდე „ოქროს ბურთი“ მფლობელი ერთადერთი მცველია გერმანელ ფრანც ბეკენბაუერთან ერთად. 2006 – ში, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, კანავაროს ეს საპატიო ჯილდო დამსახურებულად გადაეცა, ცხადია, როგორც კაიზერ ფრანცს 1972 და 1976 წლებში. წლეულს კი შესაძლოა ისე მოხდეს, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელთა ნუსხაში მხოლოდ კანავარო და ბეკენბაუერი იმ ამპლუის ფეხბურთელთაგან, რომელთა...
კაცი, რომელიც აგდებს და აგდებს მესის
კრიშტიანუ რონალდუ კი არა, ლეო მესის მთავარი მოქიშპე „ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონია. ბოლო 18 თვეში ანუ წელიწადნახევარში ალისონმა მესი მესამე შეჯიბრებიდან გამოთიშა. გავიხსენოთ: 2018 წლის აპრილში ალისონი „რომას” მეკარე იყო, როდესაც იტალიურმა კლუბმა „ბარსელონასთან” სტუმრად 1:4 წააგო, მაგრამ შინ 3:0 შემოატრიალა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. იმ ზაფხულს ბრაზილიელმა კლუბი გამოიცვალა, 67 მილიონ გირვანქად „ლივერპულში”...
მინსკი ჩვენი სიხარულისა…
ზაფხულსა თუ ზამთარში, გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის თამაშების 28-ე ადგილი გახლდათ. ცხადია, მინსკში ჩატარებული ტურნირი მასშტაბით მხოლოდ ევროპას მოიცავდა, თუმცა დაფიქსირებული შედეგი მაინც სასიხარულოა და საამაყოა. ბელარუსის დედაქალაქში 50 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩავიდა. მაშინ, როდესაც მასპინძლებსა და ევროპის ბობოლა სახელმწიფოებს 200-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ, საქართველოს მოკრძალებულ დელეგაციას მინსკში...
შედეგები დათვლილია, ქალღმერთი ახალ პატრონს ელის
10 ივლისს, რესტორან „ბეარ თაიმში“ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოცხადდება. „სარბიელმა“ სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული, მე-18 გამოკითხვის შედეგები უკვე დათვალა და შეაჯამა. წლეულს გამიკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 79 ჟურნალისტმა მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპი ძველებურად მარტივი გახლდათ (იხ. შარშანდელი შედეგები). რიგითობით დასახელებული სამი ფეხბურთელიდან პირველს სამი, მეორედ დასახელებულს ორი და მესამეადგილოსანს შესაბამისად ერთი...









