ავსტრალიელი ნიკ კირიოსი სრულიად საჩოგბურთო სამყაროს პრობლემად იქცა.
არბიტრებთან და მეტოქეებთან მისმა კონფლიქტებმა დაუსრულებელი სახე მიიღო. უიმბლდონის მეორე წრის შეხვედრაში კირიოსმა განზრახ დაუმიზნა რაფაელ ნადალს ბურთი და მკერდში გაარტყა.
წარმოიდგინეთ, რამდენად მტკივნეულია ასეთი დარტყმა. მეორედაც სცადა, მაგრამ ააცილა. კირიოსს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია:
„რამდენი სლემი აქვს მოგებული ამ ბიჭს და რამდენი ფული ნაშოვნი? როგორმე ერთ დარტყმას გადაიტანს. არ ვმალავ, რომ დამიზნებით ვესროლე“.
რაფას კომენტარი კი ჩემპიონურად მიზომილი იყო: „მე სპორტსმენი ვარ და ზოგჯერ ამგვარი ტკივილის გადატანაც მიწევს. მეორე დარტყმისას მან ამაცილა და შემთხვევით შეიძლებოდა ხაზის არბიტრისთვის მოერტყა. იქნებ თვალშიც. ეს არაპროფესიონალური საქციელია”.
უიმბლდონის მეორე წრის მატჩი რაფა ნადალმა ნიკ კირიოსს ოთხ სეტში – 6:3, 3:6, 7:6, 7:6 მოუგო
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
