მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2. ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი...
წელი: 2019
ბარსელონა გამორიცხა
ევროპელი კოლეგები ბევრს წერენ, ნეიმარი ბარსელონაში დღე-დღეზე დაბრუნდებაო. თითქოს ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, მაგრამ მამამისი, კაცი რომელიც ბრაზილიის ნაკრების ლიდერის კარიერას განსაზღვრავს, კატალონიურ კლუბთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს. ნეიმარ უფროსმა, ფეხბურთელის აგენტის სტატუსსაც რომ მშვენივრად ირგებს თქვა, ყოფილ კლუბთან შეხებაც არ გვქონიაო. „ამჟამად, ჩემს ვაჟთან ერთად ბრაზილიაში ვარ და მალე პარიზში ვბრუნდები. ბარსელონასთან მოლაპარაკება არ...
კავაი მიდის
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების ჩემპიონი რომ ბევრისთვის მოულოდნელად „ტორონტო“ გახდა, კალათბურთის მოყვარულთ, ალბათ, შეხსენება არ სჭირდება. კანადური გუნდი NBA-ს გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიას (4:2) ვინც მიადევნა თვალი დაგვეთანხმება, რომ „ტორონტოს“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კავაი ლეონარდი გახლდათ. მომავალი სეზონიდან კი „ტორონტო“ საგრძნობლად შესუსტდება, რადგან კავაი გუნდის დატოვებას ეშურება. ამბობენ, მსუბუქი...
კოლუმბიაში ლოცულობენ
კოპა ამერიკა დასკვნით ფაზაშია. მალე ფინალისტები გაირკვევა, რაც ვეჭვობთ, დიდად ანაღვლებდეს კოლუმბიელ გულშემატკივარს. მათი ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, არადა კოლუმბიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან დამაჯერებლად გაიარა და სამივე მატჩი მოიგო. კოლუმბიელებმა, სასტარტო მატჩში არგენტინის წინააღმდეგ ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს, 2:0 იმარჯვეს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც მიიღეს. მეოთხედფინალში კარლოს კეირუშის გუნდი ჩილეს შეხვდა და...
ქალები კაცების ზურგზე
გაღმა, ბრაზილიაში, კოპა ამერიკა გაჩაღებულა, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. გამოღმა, საფრანგეთში კი ქალთა მონდიალი მიმდინარეობს. საუკეთესო ოთხეული აქაც ცნობილია. 3 ევროპული და ერთიც, აშშ, რომელიც მსოფლიო მოქმედი ჩემპიონია. ამასობაში, ქალთა შორის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მაისურები სულ უფრო იქაურ პოპულარული ხდება. ამის შესახებ Sports illustrated-ის საფეხბურთო მიმომხილველი გრანტ ვალი იტყობინება. აშშ-ს ქალთა ნაკრების მაისურებს მსოფლიოში ცნობილი...
ლეგენდის დაბრუნება
ფრენკ ლემპარდს „ჩელსის” გულშემატკივრის წინაშე რა წარდგენა სჭირდება, მაგრამ გუნდის ახალი მწვრთნელის რანგში წარდგენა მაინც სხვაა. ინგლისური პრესა წერს, რომ 41 წლის ლეგენდამ დასავლეთლონდონელებთან სამწლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და დაახლოებით 48 საათში ეს ამბავი ოფიციალურად გამოცხადდება. 48 საათში იმიტომ, რომ გუნდი პარასკევს ვარჯიშს უნდა შეუდგეს და ცხადია, მწვრთნელი ადგილზე სჭირდება. ლემპარდის ჯამაგირი „სტემფორდ ბრიჯზე”...
უსაინ, მგონი მალე დაგივიწყებენ!
ფლორიდაში მიმდინარე ბავშვთა მძლეოსნურ ტურნირზე ფენომენალური შედეგი დაფიქსირდა. 7 წლის რუდოლფ ინგრემმა 100-მეტრიანი დისტანცია 13,48 წამში დაფარა. მის ასაკობრივ კატეგორიაში ეს იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უსაინ ბოლტის მსოფლიო რეკორდი. მძლეოსნობაში რუდოლფი 4 წლიდან ვარჯიშობს. ამას გარდა, ფეხბურთზეც დადის და მეტოქეებს საკუთარი სისწრაფის გამო უშანსოდ ჩაგრავს. მხოლოდ სპორტი არაო — მშობლები აღიარებენ, რომ ბიჭუნა პარალელურად...
სიკვდილი წვეულებაზე
მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ ვილაში, რომელიც ერთმა ჩოგბურთელმა გოგონამ გასართობად დაიქირავა, წვეულება მოაწყო და მეგობრები დაპატიჟა, 16 წლის რუსი სპორტსმენი გარდაიცვალა. მისი ვინაობა უცნობია. ყოველ შემთხვევაში მედიაში სახელი არ გახმაურებულა, მაგრამ დაიწერა რომ თინეიჯერი იყო და არავინ იცის წინ რა საჩოგბურთო კარიერა ელოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის ჩოგბურთელი, მეგობრის მიწვევას დათანხმდა, წვეულებაზეც მივიდა, ორი ჭიქა შამპანური...
გოდინი იტალიაში წავიდა
ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” დაცვის მთავარმა ფიგურამ ახალი კონტრაქტის დეტალები მილანის „ინტერთან” შეათანხმა. დიეგო გოდინმა მადრიდიდან წასვლის გადაწყვეტილება მაისში გააცხადა, უამრავ მსურველ კლუბს შორის კი საუკეთესო შეთავაზება „ინტერნაციონალესი” იყო. პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია. გოდინი მილანში 2022 წლის ივნისამდე იბურთავებს.
„ლა როხიტა” ევროპის ჩემპიონია!
იტალიის ქალაქ უდინეში ესპანელმა 21-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებს 2:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს „ლა როხიტას” მხრიდან შურისძიება გახლდათ, ვინაიდან ორი წლის წინანდელ ფინალში გერმანელებმა იმარჯვეს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველივე წუთებიდან იყოჩაღა, ბურთს ფლობდა და მწვავედ უტევდა. ანგარიში ფაბიან რუისმა შორეული დარტყმით გახსნა. ესპანელებმა გერმანელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, დაცვა და ნახევარდაცვა გახლიჩეს, მეტოქის...









